ავტორი:

"სიყვარულს ველოდები, სილამაზე გადამწყვეტია" - "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სიმღერაზე, პირადზე და ცნობილ წინაპრებზე

"სიყვარულს ველოდები, სილამაზე გადამწყვეტია" - "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სიმღერაზე, პირადზე და ცნობილ წინაპრებზე

მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა.

ფინალში ერთმანეთს გიორგი კელაპტრიშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, გუგა მარგველაშვილი და ნუცა თოფურია დაუპირისპირდნენ. თითოეულმა მათგანმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა, ერთი - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, ხოლო მეორე - ზვიად ბოლქვაძესთან ერთად.

გიორგი კელაპტრიშვილი მუსიკოს კელაპტრიშვილების შთამომავალია. წელს გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2"-ის პროექტ "მხოლოდ ქართულში" ძალები მოესინჯა. პირველ ინტერვიუში, რომელიც AMBEBI.GE-მ მასთან, როგორც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტთან ჩაწერა, ამბობდა რომ სიმღერა, მუსიკა მისთვის ყველაფერია. ახლა ფიქრობს, კონსერვატორიაში ჩააბაროს...

გიორგი კელაპტრიშვილი:

- ჩემთვის ადრეც უთქვამთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, მაგრამ მაშინ სხვა ინტერესი მქონდა - ისეთი არაფერი, ჩემი ბიზნესის კეთება და მისი აწყობა მინდოდა. მოკლედ, ახლა დადგა დრო, მუსიკაში მეტად მოვძლიერდე. ამის დიდი სურვილი მაქვს.

- შენს წინაპრებს, მუსიკოსებს - პაპას და პაპის ძმას როგორ გაიხსენებ?

- ომარი კლაპტრიშვილი პაპაჩემის გერისოს ძმა იყო, ორივე მუსიკოსები იყვნენ, სალამურზე ორივე უკრავდა და ორივე მღეროდა. პაპა ხატავდა, ლექსებს წერდა და ხელოვნებაში თავიდან ბოლომდე იყო ჩაფლული. კავთისხევში, საიდანაც ისინი იყვნენ, მათი საინტერესო ცხოვრების ამსახველი სახლ-მუზეუმია.

2 წლის ვიყავი, როცა ომარი გარდაიცვალა. როგორც მეუბნებიან, პატარას ხელში ამიყვანადა, მეფერებოდა და მიმღეროდა. პაპაჩემთან კი დიდი ურთიერთობა მქონდა, 8 წლის წინ გარდაიცვალა. მუსიკაში სულ მამეცადინებდა, სიმღერებს მასწავლიდა.

მოკლედ, ჩემი ბავშვობა მუსიკით დაიწყო, პირველი სიმღერა რაც პაპამ მასწავლა, "მენახშირე ბიჭი ვარ" იყო, მაშინ 5 წლის ვიყავი. იმის მერე სულ ვამბობდი, - რატომ ვაჩვენე, რომ სიმღერა შემეძლო-მეთქი. მეცადინეობას სულ მაიძულებდა. ცდილობდა, გვერდით ვყოლოდი, რომ რაღაც ესწავლებინა, მაგრამ ხელიდან ვუსხლტებოდი. სულ სათამაშოდ გავრბოდი. გიჟდებოდა, რატომ მიკეთებს ასეთ რაღაცებსო. თუმცა ამ ყველაფერმა ეტყობა, გავლენა იქონია და დღეს მუსიკის გარეშე აღარ შემიძლია.

ფოტოზე: ძმები გერისო და ომარ კელაპტრიშვილები

- ძირითადად რა ჟანრის მუსიკის მიმართ გაქვს ინტერესი?

- ძირითადად ქართულ სიმღერებს ვმღერი. ხალხურსაც და საერთოდ იმას, რაც მომწონს, გიტარაზე ვუკრავ. ერთი-ორი საავტოროც ვცადე და იმას მეგობრების წრეში ვმღერი. ვოკალში მყავდა ერთი პედაგოგი, დავდიოდი მასთან, მერე პაუზა მქონდა... პედაგოგი ახლაც მყავს, რადგანაც ბოლოს სერიოზულად გადავწყვიტე ხმისთვის მიმეხედა, დამემუშავებინა. ვმღერი გარკვეული აუდიტორიისთვის და ჯგუფებისთვის ქალაქურ სიმღერებს და არავითარ შემთხვევაში, ფანოღს.

- მუსიკის გარდა რა გატაცებები გაქვს?

- მანქანები მიტაცებს, ყველაზე დიდი ადრენალინი მოაქვს. ბიზნესი მომწონს და ზოგადად მინდა, რომ ამ მიმარულებით რაღაც ჩემი საქმე მქონდეს, რაც უნდა გავაკეთო, ასე მგონია, რომ ამ სფეროსკენ მაინც გადავიხრები. სერიოზულად მიტაცებს.

- რატომ მიხვედი "მხოლოდ ქართულში"?

- წინა სეზონის "მხოლოდ ქართულს" ვუყურებდი. ზოგადად, ხომ ვამბობ, ქართულ სიმღერა ჩემი სტილია და მინდოდა, ეს ხმამაღლა, სერიოზულად დამეფიქსირებინა. სურვილი მქონდა, ჩემთვის მოესმინათ, თავი გამომეცადა. ამიტომ, ისეთი საინტერესო ჩემთვის, როგორიც "მხოლოდ ქართულია", სხვა კონკურსი არ ყოფილა. ასე რომ, ტყუილა არ მომეწონა, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორ უნდა მიდიოდეს.

პირველ რიგში რისი სურვილიც მაქვს, კონკურსში სადამდეც ვიქნები და ჩემი ნამღერი ვიდეოს სახით დარჩება, იყოს ჩემი ხარისხიანი ნამუშევარი. უხარისხობა მინიმუმზე უნდა დავიყვანო. მერე კი თუ ყველაფერს ისე ვიმღერებ, როგორც საჭიროა, შესაძლოა, სხვა სურვილები გამიჩნდეს, ოღონდ, ამის შესახებ ახლა არაფერი ვიცი.

არ მიყვარს ჩემზე ლაპარაკი, მაგრამ მომიწევს ამის თქმა. ვთვლი, რომ გულწრფელი ვარ, როგორც ზოგადად ურთიერთობებში, ასევე ნებისმიერ ადამიანთან, არ მიყვარს სიყალბე. ჩემი დამოკიდებულება მაქვს სიმღერაშიც, მაქსიმუმის მისაღწევად თავს არ დავზოგავ, ენერგიას ბოლომდე დავხარჯავ.

- შეყვარებული არ ხარ?

- სიყვარულს ველოდები. ვინმე ლამაზი თუ გამოჩნდება, მივიღებ. შეყვარებულში სხვა რამეც მნიშვნელოვანია, მაგრამ სილამაზე - მაინც გადამწყვეტი.

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!