ავტორი:

რა იწვევს ჩიყვს და როგორ ვუმკურნალოთ მას

რა იწვევს ჩიყვს და როგორ ვუმკურნალოთ მას

ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის - კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს - გადიდება. ჩიყვი უმთავრესად ქალებსა და ასაკოვან პირებს შორის გვხვდება. დისკომფორტს იშვიათად იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არ არის, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებამ იჩინოს თავი.

რატომ დიდდება ფარისებრი ჯირკვალი?

არსებობს მრავალი შესაძლო მიზეზი. ამერიკელი ავტორები მთავარ ფაქტორად იოდის დეფიციტს მიიჩნევენ. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში დღესაც აქტუალურია. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვალი კარგავს ჰორმონების საკმარისი ოდენობით გამომუშავებისა და სისხლში გადასროლის უნარს.

როგორ ვლინდება ჩიყვი?

ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისას აღინიშნება:

  • გამობერილობა კისრის არეში;
  • ყელში ზეწოლის შეგრძნება;
  • ხველა
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • იმ დაავადების ნიშნები, რომელიც ჩიყვის მიზეზად იქცა.

ამ სიმპტომების უმეტესობა ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას ვლინდება. სხვა შემთხვევებში ყურადღებას მხოლოდ კისრის არის უმნიშვნელო ცვლილება იპყრობს.

როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი?

ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს - თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი სისხლში ცირკულირებენ და ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმს არეგულირებენ: გავლენას ახდენენ ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს. გარდა ამ ჰორმონებისა, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს. ამ მნიშვნელოვან ფუნქციებს ფარისებრი ჯირკვალი დამოუკიდებლად ვერ ასრულებს. მას ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი ხელმძღვანელობენ. ჰიპოთალამუსის ზეგავლენით ჰიპოფიზში გამომუშავდება თირეოიდმასტიმულებელი ანუ თირეოტროპული ჰორმონი, რომლის ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს წარმოქმნის...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი