ავტორი:

1 წელი „გახდი ბესტსელერის ავტორის“ წიგნების გამოცემიდან - შემაჯამებელი საღამო ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

1 წელი „გახდი ბესტსელერის ავტორის“ წიგნების გამოცემიდან - შემაჯამებელი საღამო ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

1 წელი გავიდა კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულთა წიგნების გამოცემიდან, ამ თარიღთან დაკავშირებით კონკურსის ორგანიზატორი, „გამომცემლობა პალიტრა L“ მკითხველს გამარჯვებულ მწერლებთან შესახვედრად ეპატიჟება.

27 ნოემბერს 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში" მკითხველს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017-სა და 2018 წლის გამარჯვებულები შეხვდებიან.

კონკურსის ერთ წელს გასული წლის ბესტსელერების ავტორები, ელის დოჯსონი და შორენა ხუხუა შეაჯამებენ. წლევანდელი გამარჯვებულები კი თავიანთ წიგნებს დააანონსებენ, რომელთაგან ნაწილი დეკემბრის ბოლოს, მეორე ნაწილი კი 2019 წლის დასაწყისში გამოიცემა.

2018 წლის გამარჯვებულები ნაწარმოებები გახლავთ:

იაგო თვალაბეიშვილი - "ტრანსმუტაცია"

გვანცა გუბელაძე - "შულამელი გოგოები"

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა"

ნათია ჯაგოდნიშვილი - "ცდუნება"

ვახტანგ ვახტანგაძე - "ალაჰი ჩემი მეგობარია"

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ღვინო და -20% ფასდაკლება წიგნებზე: თათული ღვინიანიძის - „აღიარება ხელისგულზე“, ია კარგარეთელის - „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, ელის დოჯსონის - „რაფლეზია“ და შორენა ხუხუას - „შემოვალ ეტლით“

შეგახსენებთ, რომ კონკურსი 2018 წლის მარტში დაიწყო. ჟიურის წევრები იყვნენ ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, რამაზ ჭილაია, ივანე ამირხანაშვილი და მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, დიანა ანფიმიადი.

გამარჯვებულ ავტორებს კი მენტორობა ქართველმა მწერლებმა: გიორგი კეკელიძემ, თამრი ფხაკაძემ, დიანა ანფიმიადმა, თეა ინასარიძემ და სალომე ბენიძემ გაუწიეს.

მისამართი: „ბიბლუსი გალერეა“ ჭავჭავაძის #7

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1886876314763897/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს