ავტორი:

„აი, თქვა ივანიშვილმა პროფესიონალები უნდა მოვიყვანოო" - სააკაშვილი ხალვაშის დანიშვნას ეხმიანება

„აი, თქვა ივანიშვილმა პროფესიონალები უნდა მოვიყვანოო" - სააკაშვილი ხალვაშის დანიშვნას ეხმიანება

მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მერის მოადგილედ მომღერალ სოფო ხალვაშის დანიშვნას ეხმიანება.

„აი ,თქვა ივანიშვილმა პროფესიონალები უნდა მოვიყვანოო და ასრულებს დაპირებას. ახლა მთავარია,"ბირჟა მაფიის" მიშკაც დაინიშნოს თბილისის ვიცე-მერად“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ხალვაში ახალ თანამდებობაზე დღეს ოფიციალურად მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, სოფო ხალვაშზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ მას კულტურის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ფართო ურთიერთობები აქვს ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, მომღერალი მერიაში კულტურის მიმართულებით იმუშავებს.

"ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე შემოთავაზება არაერთხელ მივიღე ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან. დიდი ხანი ვფიქრობდი და მხოლოდ ახლა მივიღე გადაწყვეტილება. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებ ბათუმელებისთვის!" - განაცხადა ხალვაშმა AMBEBI.GE-სთან.

ფოტო "ვარსკვლავების" არქივიდან