ავტორი:

"ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა არ ვიცი" - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა არ ვიცი" - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც მოკლულის ძმამ ჯუმბერ ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომხდარის მიზეზი მისთვის უცნობია. მისივე ინფორმაციით, ძმა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ხმის მიცემის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ავტომობილში ესროლეს.

ჯუმბერ ცეცხლაძე ამბობს, რომ მის ძმას სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს და შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა 4 ვაზნა ამოიღეს.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, მომხდარი საარჩევნო პროცესებს არ უკავშირდება.

"რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა ამის გამო თუ მკვლელობას ჩაიდენდა, არ ვიცოდი. დამნაშავე ადგილობრივია. კონფლიქტის მიზეზს ვერ გეტყვით, თუმცა დიდი ხანია გრძელდება მათი დაპირისპირება, ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა და რამ გამოიწვია მკვლელობა არ ვიცი" - განაცხადა ჯუმბერ ცეცხლაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1973 წელს დაბადებული მ. ც.-ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

"ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დათოს ორსული მეუღლე დარჩა... უქმეებზე სულ ტაძარში დადიოდნენ" - ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში თანასოფლელმა მოკლა

მკვლელობა ქობულეთში - თანასოფლელების დაპირისპირების შედეგად მამაკაცია მოკლული

თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს