ავტორი:

მტკიცებულებაზე დაფუძნებული წარმატება მკურნალობაში ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი)

მტკიცებულებაზე დაფუძნებული წარმატება მკურნალობაში ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი)

პროფესორი ვახტანგ ჭუმბურიძე

აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თერაპიის და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი

ბატონო ვახტანგ, კარგადაა ცნობილი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილობის მთავარ მიზეზად არის მიჩნეული მთელს მსოფლიოში. როგორია მათი გავრცელება საქართველოში?

სამწუხაროდ სიტუაცია საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელება საქართველოში მაღალია: 50% -ზე მეტი არტერიულ ჰიპერტენზიაზე მოდის, მეორე და მესამე ადგილი გულის იშემიურ დაავადებას და ცერებროვასკულურ დაავადებებს უკავიათ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 69%-ს წარმოადგენს და კვლავ პირველ ადგილზე რჩება გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა.

უკანასკნელ წლებში საქართველოში დიდი წარმატებები იქნა მიღწეული გულის იშემიური დაავადების ინტერვენციულ და ქირურგიულ მკურნალობაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულია ამ დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა?

მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს თუ ქირურგიული ჩარევის შემდეგ რჩება დაავადების განვითარების დამატებითი რისკი. ამ რისკზე ზემოქმედება შესაძლებელია ოპტიმალური (სრულყოფილი) მედიკამენტოზური თერაპიით. ოპტიმალური მედიკამენტოზური თერაპია გულისხმობს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე რამოდენიმე პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ კომპლექსურ მკურნალობას. ცნობილია, რომ ინტერვენცია (სტენტირება) ან ქირურგიული ჩარევა (შუნტირება) განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების მწვავე ფორმების დროს, მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი, მწვავე კორონარული სინდრომი. ასეთ სიტუაციაში ინტერვენციული ჩარევის ეფექტურობა არანაირ ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება იშემიური დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას, მაგ.სტაბილურ სტენოკარდიას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება მედიკამენტოზური და ინტერვენციული თერაპიის ერთდროული გამოყენების ან ერთ-ერთი, კონკრეტულ შემთხვევაში უფრო გამართლებული მეთოდის არჩევის თვალსაზრისით.

სწორედ სტაბილურ სტენოკარდიაზე მინდა გკითხოთ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის მივმართოთ ექიმს?

სტაბილური სტენოკარდიის დროს ავადმყოფი უჩივის მოჭერით ან სხვა ხასიათის ტკივილს გულ-მკერდის არეში (უპირატესად მკერდის ძვლის უკან) ან ატიპიურად სხვა მიდამოში, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას ან ფსიქო-ემოციურ გადაძაბვას, იხსნება ნიტროგლიცერინის მიღებით ან დატვირთვის შეწყვეტით. მსგავსი შეტევების არსებობისას იმისდა მიუხედავად თუ რა სიხშირით და ინტენსივობით წარმოიშვება ისინი, ავადმყოფმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად.

რამდენად ეფექტურია სტაბილურ სტენოკარდიის მედიკამენტოზური მკურნალობა?

სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა მოიცავს სიმპტომების კონტროლს (შეტევების შემცირებას ან თავიდან აცილებას) და დაავადების პროგნოზის (მიმდინარეობის ) გაუმჯობესებას. სიმპტომების კონტროლი უპირატესად არტერიულ წნევაზე და გულისცემის სიხშირეზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებით მიიღწევა, მაგალითად, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები. პროგნოზზე ასპირინი, აგე-ინჰიბიტორები და სტატინები მოქმედებენ. სიმპტომების კონტროლის თვალსაზრისით უკანასკნელ წლებში სტენოკარდიის მართვის საერთაშორისო რეკომენდაციებში დაემატა 2 პრეპარატი - ტრიმეტაზიდინი და რანოლაზინი, რომლებიც ე.წ. მეტაბოლური თერაპიის წარმატებად განიხილება.

თუ შეიძლება, აგვიხსნათ მეტაბოლური თერაპიის როლი სტენოკარდიის მკურნალობისას?

მე შევეცდები თქვენს შეკითხვას ტრიმეკორის (ტრიმეტაზიდინის) მაგალითზე გავცე პასუხი. ტრიმეკორ MR-ი ანტი-იშემიურ (სტენოკარდიის საწინააღმდეგო) მოქმედებას გულის მეტაბოლიზმის გაუმჯობესების ხარჯზე ახორციელებს, არ მოქმედებს ჰემოდინამიურ მაჩვენებლებზე (წნევაზე და გულისცემის სიხშირეზე), ახორციელებს მიოკარდიუმის დაცვას ჟანგბადის ნაკლებობის (იშემიის) პირობებში, აქვს უნარი დამატებით განახორციელოს მიოკარდიუმის დაცვა თანმხლები გულის უკმარისობის, შაქრიანი დაიბეტის არსებობისას ან კორონარული რევაკულარიზაციის პროცედურის დროს.

რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდეთ ტრიმეკორის გამოყენებისას?

უნდა აღინიშნოს, რომ ტრიმეკორით მკურნალობა ავადმყოფის მხრიდან კარგი ამტანობით გამოირჩევა. ყველაზე ხშირად გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ვლინდება: ესენია გულისრევა, ღებინება, რაც იშვიათად ვითარდება. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, როგორც ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დროს.

შესაძლოა თუ არა ტრიმეკორ MR-ის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად?

დიახ, შესაძლებელია მისი მოქმედების მექანიზმიდან და ნაკლები ტოქსიურობიდან გამომდინარე. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. კომბინირებული თერაპიის სქემის შექმნის დროს, როდესაც ძირითად ჰემოდინამიკაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად ინიშნება ტრიმეკორი, რომელიც აძლიერებს აღნიშნული პრეპარატების ეფექტს. ყოველივე ეს განაპირობებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირის შემცირებას ან სრულ ლიკვიდაციას.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის