ავტორი:

"რაც მე შენს ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში..." - ირაკლი ოქრუაშვილი გოგა ხაინდრავას პასუხობს

"რაც მე შენს ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში..." - ირაკლი ოქრუაშვილი გოგა ხაინდრავას პასუხობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას გუშინდელ განცხადებას პასუხობს.

"ოცნების ოფისში თაიგულით მისულ ხაინდრავას გუშინ ჟურნალისტისთვის უთქვამს, რუსთავი 2-ისთვის და ნაციონალებისთვის ვენოკი შევუკვეთე და ოქრუაშვილი მოგიტანთო.

ვერა გოგაჯან, ვერა. ხომ იცი რა ცუდი გამოცდილება მაქვს ვენოკებზე.

რაც მე შენს ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში, იმ ფულით იმდენი ყაყაჩოს ვენოკი იყიდეთ შენ და შენმა ბიჭმა, რომ დღემდე იმ გამხმარ ვენოკებს ხარშავთ", - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში გუშინ გვირილებით მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თაიგული საქართველოს პრეზიდენტს მიართვა.

"ვერასდროს ჩეკისტები საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებენ, ვერასდროს დაბრუნდება საბჭოთა კავშირი საქართველოში. ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს. "რუსთავი 2"-ს და "ნაციონალურ მოძრაობას" გული რომ არ დაწყდეს თქვენთვის "ვენოკი" მაქვს შეკვეთილი. „კურიერია“ ირაკლი ოქრუაშვილი და ის მოგიტანთ ადგილზე", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს თაიგული არჩევნების პირველი ტურის შემდეგაც მიართვა.

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით