ავტორი:

ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ზურაბიშვილზე - "მომავალში პრემიერი მართავს საქართველოს, ეს ქალია, პრეზიდენტი - კაცი"

ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ზურაბიშვილზე - "მომავალში პრემიერი მართავს საქართველოს, ეს ქალია, პრეზიდენტი - კაცი"

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი ქვეყნდება. როგორც საიტის ადმინისტრაცია განმარტავს 1997 წელს წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას ქალი-პრეზიდენტის შესახებ გვერდი შეგნებულად არჩევნების დასრულების შემდეგ აქვეყნებს, რათა წინასწარმეტყველი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა ონლაინ-აგრესიის მსხვერპლი არ გამხდარიყო და მისთვის რომელიმე კანდიდატის მომხრეობა ან მოწინააღმდეგეობა არ დაებრალებინათ.

"შეგახსენებთ ამონარიდებს წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც წარსულში არაერთხელაა გამოქვეყნებული როგორც საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნებში „ახალი სიტყვა“ (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) და რომლებიც ქალ-პრეზიდენტს, ქალ-პრემიერსა და კონკრეტულად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეეხება, - აღნიშნულია "ფეისბუქ-გვერდზე":

1997 წელი, 21 ივლისი, კოჯორი

მომავალში საქართველოს მთავრობაში ყველაფერი შეიცვლება... მთავრობაში პრეზიდენტად მოდის ქალი.

2006 წელი, 21 მარტი

ვხედავ მომავალში, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტი მოხდება!!! [კიდევ უფრო] მომავალში პრემიერ-მინისტრი მართავს საქართველოს. ეს ქალია (ვიცი, ვინც არის), პრეზიდენტი კი კაცი (ესეც ვიცი, ვინც არის).

2008 წელი, 27 იანვარი

სალომე ზურაბიშვილი – ჭკვიანი ქართველი-ევროპელი დიპლომატი, რომელმაც თავისი მინისტრობის დროს აჩვენა, რა შეუძლია. იგი სავსებით მისაღებია არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროპა-ამერიკისთვისაც. სალომეს დღევანდელი მდგომარეობა და პოზიცია ბევრს აიძულებს, გადადგას რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი პოლიტიკურ საქმიანობაში.

ამონარიდები საგაზეთო ინტერვიუებიდან:

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №19, 2008 წლის მარტი

- ქალბატონო ლელა, თქვენ ბრძანებთ, თითო-ოროლა პოლიტიკოსიღა შემორჩა ქართულ პოლიტიკასო და კონკრეტულ გვარებს ასახელებთ, ვისაც ჭკვიან პოლიტიკოსად მიიჩნევთ.

- დიახ, ვახსენე... სალომე ზურაბიშვილი. მე იგი ევროპელ პოლიტიკოსად მიმაჩნია, რომელსაც უზადო განათლება აქვს მიღებული, რასაც ბევრი პოლიტიკოსი ვერ დაიტრაბახებს. ეს მეტად ყურადსაღებია... ასეთი პოლიტიკოსები ყოველთვის ზემოთ ტივტივებენ და მათმა დროებითმა ჩაძირვამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ისინი სალამანდრებს ჰგვანან - ცეცხლში არ იწვიან და წყალში არ იძირებიან. ამიტომაც ვურჩევდი ჩვენ მთავრობას, გვერდზე ნუ გაწევენ ასეთ პიროვნებებს.

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, 2012 წლის თებერვალი, №62

- ქალბატონო ლელა, მკითხველს აინტერესებს თქვენი ხედვა ქალების როლთან დაკავშირებით „ჩვენს საოცნებო საქართველოში“.

- არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წამყვან, ხელმძღვანელ პოსტებზე მოდიან ქალები და უკვე ბევრგან მოვიდნენ კიდეც სახელმწიფო მეთაურებად, როგორც ეს კარგა ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე. საქართველოს მომავალში ეყოლება პრემიერი ქალი - ძალიან, ძალიან ძლიერი პიროვნება და, რაც მთავარია, ძლიერი პრემიერი.

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, 2016 წლის 25 აპრილი

- რას გვეტყვით ახალ პოლიტიკურ ლიდერებსა და ქალ ლიდერებზე?

- ...ქალებში სალომე ზურაბიშვილი ძალიან ძლიერი ქალია და ის კვლავ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში.

წვიმა, თოვლი, ქარბუქი... - საქართველოში ამინდი გაუარესდება

"სანამ ჟანგბადდამოკიდებული არ გავხდები, სტაციონარს არ დავიკავებ..." - ალექსანდრე გოგინავა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სახლში მკურნალობს

"ეჭვია, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან... გარკვეული პირები მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ" - კახა კალაძე შენობების დემონტაჟზე