ავტორი:

უდიდესმა ამერიკულმა კომპანიამ „SSA Marine“-მა ანაკლიაში ინვესტიციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

უდიდესმა ამერიკულმა კომპანიამ „SSA Marine“-მა ანაკლიაში ინვესტიციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

უდიდესი ამერიკული კომპანიის „SSA Marine“-ს დირექტორთა საბჭომ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, საქართველოს ხელისუფლებასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად აცნობა.

მათივე ინფორმაციით, „SSA Marine“ ანაკლიის პორტის აქციონერი და ოპერატორია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და „SSA Marine“-ს შორის ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ამერიკული კომპანიის ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვიცე-პრეზიდენტის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილება პორტში ინვესტიციის გაზრდის შესახებ ძალიან დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტია, რაც ერთის მხრივ, ხაზს უსვამს შავი ზღვის აკვატორიის და იქ გამავალი სავაჭრო-ეკონომიკური ვექტორებისა და დერეფნების უზარმაზარ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ადასტურებს საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„ეს სიახლე პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა შევაფასოთ. „SSA Marine”-ის მიერ ანაკლიის პორტის დაფინანსების გაზრდა ძლიერი სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც და უშუალოდ პროექტის წარმატებით განხორციელების გარდა, ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობის საიმედოობისა და საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი