ავტორი:

აფეთქება სოფელ დიღომში - ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

აფეთქება სოფელ დიღომში - ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაშავდა.სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოთხი დაშავებულიდან ორი კლინიკაში გადაიყვანა,ორის საავადმყოფოში გადაყვანა კი საჭირო არ გახდა.

ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე კომპანია „ყაზტრანსგაზის-თბილისის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. პოლიციის მიერ პერიმეტრი შემოსაზღვრულია და იქ არავის უშვებენ. აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირი სახელდება, თუმცა უცნობია, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სახლში კომუნიკაციების გაყვანა დასრულებული არ იყო. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შედეგად დარტყმის ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ მოპირდაპირე სახლის ფანჯრებზე შუშები ჩაამსხვრია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია