ავტორი:

გამჭვირვალე კაბით გამოჩენის გამო ეგვიპტელ მსახიობს პატიმრობა ელის

გამჭვირვალე კაბით გამოჩენის გამო ეგვიპტელ მსახიობს პატიმრობა ელის

ეგვიპტელი მსაიხიობი კაიროს ფილმების ფესტივალზე გამჭვირვალე კაბით მივიდა, რის გამოც მას სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს, ინფორმაციას BBC ავრცელებს. მას გარყვნილების პროპაგანდა ედება ბრალად.

კაბაში თითქმის მთლიანად ჩანდა რანიას ფეხები, რამაც ეგვიპტელების დიდი ნაწილი გააღიზიანა.

AFP წერს, რომ მსახიობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე პატიმრობა ელის.

44 წლის იუსეფმა ბოდიში მოიხადა. რანიას თქმით, რომ სცოდნოდა მოსალოდნელი ვნებათაღელვის შესახებ, კაბას არ ჩაიცვამდა.

საჩივარი იუსეფის წინააღმდეგ ორმა იურისტმა შეიტანა, ამრო აბდელსალამმა და სამირ საბრიმ, მათ არაერთხელ უჩივლიათ ცნობილი ადამიანებისთვის.

„მსახიობი არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ ღირებულებებს, ტრადიციასა და მორალს, ამასთან - საფრთხე შეუქმნა ფესტივალისა და ზოგადად, ეგვიპტელი ქალის რეპუტაციას,“ - განაცხადა საბრიმ.

სოციალურ ქსელში იუსეფმა დაწერა, რომ ჩაცმულობა „ვერ გათვალა“.

„პირველად მეცვა და ვერ გავიაზრე, რომ ასეთ რეაქციას გამოიწვევდა,“ - წერს რანია.

მსახიობის სასამართლო პროცესი 12 იანვარს დაიწყება.