ავტორი:

როგორ შევაგროვოთ ცნობილი ტილოების კოლექცია, თუ მილიონრები არ ვართ?

როგორ შევაგროვოთ ცნობილი ტილოების კოლექცია, თუ მილიონრები არ ვართ?

" - ხელმოკლე ადამიანს, რომელიც ხელოვნებაზე გიჟდება, შეუძლია მუზეუმებში ყოველდღე მივიდეს და რემბრანდტის, სეზანის, დეგას ან ენგრის, ასევე ხელოვნების შუასაუკუნოვანი ნიმუშებით რამდენ ხანსაც გაუხარდება, უსასყიდლოდ დატკბეს.

- ეს მას ალბათ არ დააკმაყოფილებს და მოუნდება, ერთ-ერთი მათგანის მფლობელი გახდეს, რათა ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, მისი ყურებით დატკბეს, - არ ვეშვებოდი მე.

- ხელოვნების ასეთ მოყვარულს შეუძლია, პასტელითა და ფანქრით შესრულებული ნახატების ნაბეჭდი ილუსტრაციები იყიდოს, - უდრტვინველად მომიგო ზილვერსმა, - დღესდღეობით ისეთი კარგი ასლები იბეჭდება, რომ კოლექციონერებიც კი ... ისე ყიდულობენ, როგორც ორიგინალებს.“ - ვკითხულობთ ერიხ მარია რემარკის რომანში „აჩრდილები სამოთხეში“.

დღესდღეობით მართლაც ბევრი კარგი ასლი იბეჭდება, რომელთა შეძენის მსურველიც ასევე ბევრია. რადგან ხელოვნება უკვდავებაა, რომლის დაუფლებაც გულის სიღრმეში ყველას სურს. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფერწერული ტილოების კოლექციაზე ერთხელ მაინც არ უოცნებია. რას იტყვით, რომ გითხრათ, თქვენი საყვარელი მხატვრის ნამუშევრების თქვენივე სახლის კედელზე ან, სულაც, სამუშაო სივრცეში განთავსება შესაძლებელია-მეთქი?

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, მონეს ან სხვისი ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე. „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის ფარგლებში ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

„პალიტრა L-ის“ მარკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, შერჩევის პროცესი საკმაოდ მარტივია, შედეგი კი მართლაც განსაკუთრებული.

„ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია 30 ინფორმაცია 30 დიდი მხატვრის შესახებ, რომელთაგანაც მაქსიმუმ 12 მათგანისთვის შეგეძლებათ ხმის მიცემა. მხატვრების შერჩევის პროცესი დაიწყო 1-ელ დეკემბერს და ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ. 10 დეკემბრიდან, კი უკვე არჩეული 12 მხატვრის ტილოების შერჩევის პროცესი დაიწყება. გახსენით მხატვრის პროფილი ვებგვერდზე, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი 3 შედევრი და მიეცი ხმა. მიღებული ხმების მიხედვით, აირჩევა თითოეული მხატვრის ყველაზე მოთხოვნადი 3-3 ტილო, რომლებიც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება,“ - განმარტავს თაკო ახვლედიანი.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ხმის მიცემა, ასევე, შესაძლებელია, გაზეთ "კვირის პალიტრის“, სხვადასხვა პოპულარული საიტებისა და ქოლცენტრის მეშვეობით ნომერზე: 2 19 60 13. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს