ავტორი:

"დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი..." - 10 უცნობი ფაქტი ნიკა რურუას შესახებ

"დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი..." - 10 უცნობი ფაქტი ნიკა რურუას შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნიკა რურუა გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, ნიკა რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის მე-6 მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ.

გთავაზობთ 10 ნაკლებად ცნობილ ფაქტს ნიკა რურუას შესახებ:

"1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი;

2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში;

3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი;

4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი (Juris Doctor), რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა;

5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი”, “უძინართა მზე”, “გარსევანი”;

6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს;

7. ვიყავი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის იდეის ავტორი და ძეგლის მოხსნის საზოგადოებისთვის ტელევიზიით პირველი გამომცხადებელი;

8. ვარ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი და ექსპოზიციის მოწყობის მონაწილე;

9. ვარ დაჯილდოებული გორგასლის ორდენით აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის;

10. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს 24 წლის იქნებოდა და რომელიც დღესაც მიყვარს და არასდროს მავიწყდება".

წყარო

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა

გორში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა