ავტორი:

ტრამპმა კლინტონები "არ შეიმჩნია", ობამებს კი ხელი ჩამოართვა - რა მოხდა ჯორჯ ბუშის პანაშვიდზე

ტრამპმა კლინტონები "არ შეიმჩნია", ობამებს კი ხელი ჩამოართვა - რა მოხდა ჯორჯ ბუშის პანაშვიდზე

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის პანაშვიდზე კლინტონების, ობამებისა და ტრამპების ოჯახები მივიდნენ. CNN-ის ინფორმაციით, ისინი ერთ რიგში, გვერდიგვერდ ისხდნენ.

როდესაც ცერემონიალზე დონალდ ტრამპი ცოლთან, მელანიასთან ერთად მივიდა, ობამებსა და კლინტონებს საკუთარი ადგილები უკვე დაკავებული ჰქონდათ. არავის დარჩა შეუმჩნეველი, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ და მიშელ ობამებს ჩამოართვა ხელი, ჰილარი და ბილ კლინტონების იქ ყოფნა კი „არც შეუმჩნევია“. რაც შეეხება მელანიას, მან ბილ კლინტონს ხელი ჩამოართვა, ჰილარის კი შორიდან მიესალმა, რადგან ახლოს მისვლა ვერ შეძლო.

მიშელმა დონალდ ტრამპს თავაზიანად, მაგრამ ცივად ჩამოართვა ხელი. ცოტა ხნის წინ ყოფილმა პირველმა ლედიმ ინტერვიუში ისაუბრა, რომ მას არ შეუძლია რესპუბლიკელ პრეზიდენტს მის ქმარზე აგორებული კონსპირაციული თეორია აპატიოს, რომლის მიხედვით, ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა.

მოგვიანებით ცერემონიას ჯორჯ ბუში შეუერთდა, ცოლთან ერთად, მან პირველ რიგში მსხდომებს ჩამოართვა ხელი და როგორც CNN აღნიშნავს, მიშელ ობამას რაღაც მისცა ხელში, სავარაუდოდ, კვლავ კანფეტი - როგორც ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიალზე. როგორც ჩანს, ტრამპმა და ბუშებმა ერთმანეთის შესახებ გაკეთებული ყველა კრიტიკული განცხადება დაივიწყეს. მთელი კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას.

ნახეთ ვიდეო : მიშელ ობამას სახე, როდესაც ჯორჯ ბუშმა ტრადიცია არ დაარღვია და კანფეტი მამის პანაშვიდზეც მიუტანა

ჯორჯ ბუშის გამოსვლა კი ცერემონიალზე ძალიან ემოციური აღმოჩნდა, მან ყოფილი პრეზიდენტი არაჩვეულებრივ ადამიანად და საუკეთესო მამად დაახასიათა. მისი თქმით, ჯორჯ ბუში უფროსი ისტორიაში შევა, როგორც დიდებული პრეზიდენტი. საუბრისას ბუში უმცროსმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

"ისტორიის წიგნებში დაიწერება, რომ ჯორჯ ბუში დიდებული პრეზიდენტი იყო. ის იყო განუმეორებელი დიპლომატი, შესანიშნავი მთავარსარდალი და ჯენტლემენი, რომელიც თავის მოვალეობებს ღირსეულად ასრულებდა" - განაცხადა ბუშმა უმცროსმა, რომელსაც სიტყვით გამოსვლისას ცრემლი წასკდა.

"მამა, ძალიან დაგვაკლდები. შენი ღირსება, გულწრფელობა, შენი სული ჩვენთან დარჩება" - დასძინა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა.

აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, რომელსაც თანამდებობა 1989-1993 წლებში ეკავა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტეხასში, ცოლის გვერდით დაკრძალავენ.

ნახეთ ვიდეო: როგორ გამოიყურებიან ამერიკის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად ჯორჯ ბუშ უფროსის პანაშვიდზე

ისრაელის პრემიერი რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს

ავიაიერიში ღაზაში - ჩამოინგრა შენობა, სადაც Associated Press -ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა