ავტორი:

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არსებობს" - მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქმის დეტალებზე

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არსებობს" - მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქმის დეტალებზე

მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა.

„მთელი ღამის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სახლში ნებისმიერი კუთხე სათანადოდ ყოფილიყო დათვალიერებული. ამიტომაც ვიჩენდით მაღალ სამართლებრივ კულტურას, მოთმინებას. ფაქტობრივად, დილის 08:00 საათამდე მორჩილად ველოდებოდით", - განაცხადა მანელიძემ.

იარაღთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბუნებაში არ არსებობს გოგოჭურთან და მის მეგობართან დაკავშირებული „დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი“.

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ერთ კი არა, ორ იარაღზეც ყოფილა საუბარი. ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არსებობს. მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს", - განაცხადა მანელიძემ.

მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც არ ყოფილა, ჯერ დაკითხვის ეტაპი არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ, ეს დუმილში გამოიხატება, უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემოებების დაფიქსირებაში თუ სხვა რამეში", - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მინდია გოგოჭურისა და გიორგი რაზმაძის დაკავება გიორგი რაზმაძის მიერ მიმდინარე წელს ჩადენილ ორ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შოთა მანელიძემ უპასუხა, რომ აღნიშნული პირების დაკავებას ის არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა.

„სანამ დეტალებს არ გავცნობივარ, ჩემი ამოსავალი წერტილი არის და იქნება მინდია გოგოჭურის პოზიცია, რომელიც ყველა ნაწილსა და ბრალდებაში ცალსახად უდანაშაულოა", - აღნიშნა მან.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე წუხელ დააკავეს. „სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ... მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი" - როგორ აფასებს მიხეილ კალანდიას განაჩენს ოჯახი

მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს Facebook-მა ვერიფიკაცია მიანიჭა