ავტორი:

რა დაგხვდებათ სკოლების გამოფენაზე

რა დაგხვდებათ სკოლების გამოფენაზე

რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ სკოლა? რომელ წრეზე უნდა შევიყვანოთ შვილი? რომელი ენა შევასწავლოთ ბავშვს? - ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს ერთ სივრცეში, სკოლების გამოფენაზე - 7-8 დეკემბერს ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიოში მიიღებთ.

სკოლების გამოფენა საინტერესო იქნება როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ორი დღის განმავლობაში მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის მონაწილეები საინტერესო პრეზენტაციებს ჩაატარებენ:

სკოლების ზოგადი პრეზენტაციები

სწავლის უნარის განვითარება ბავშვებისთვის

ტრენინგი აღზრდის საკითხებში მშობლებისთვის

ტრენინგი ეფექტური სწავლებისთვის მასწავლებლებისთვის

გამოფენის პირველ დღეს ბავშვები ითამაშებენ "წიგნების თაროს" - გამარჯვებული მონაწილეები დასაჩუქრდებიან.

გამოფენაზე ბავშვებს შეეძლებათ ნამდვილი ექსპერიმენტების ჩატარება როგორიცაა:

აზოტის დიდი აფეთქება

ყვავილების გაყინვა

სპილოს ხორთუმი (კალიუმის იოდიტის ამოფრქვევა)

ეგვიპტური ღამე

ცეცხლის წარმოქმნა

ქიმიური შუქნიშანი და სხვა

სკოლების გამოფენაზე მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც ბავშვები გაეცნობიან მზის სისტემას – პლანეტებს, ასტეროიდებს, კომეტებს და მზეს და თითოეულის ბუნებას. გალაქტიკას – გაიგებენ გალაქტიკის მახასიათებლებზე, დიდ თუ მცირე ვარსკვლავებზე, ვარსკვლავების დაბადებასა და გაქრობაზე.

ბავშვები შეხვდებიან მინიბოტს, რომელსაც ესმის ფერების ენა; შეეძლებათ დააპროგრამონ ვარსკვლავური ომების დროიდი; დაახატინონ სათამაშო ბოტს; ერთმანეთს შეაჯიბრონ სენსორებიანი მანქანები. მათ შესაძლებლობა ექნებათ 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე დაასკანერონ ობიექტები.

სკოლის გამოფენაზე დაგხვდებათ მათემატიკის ჩემპიონატი და კრიტიკული აზროვნების საჩვენებელი კლასი.

ბავშვები გამოფენაზე გახდებიან არქეოლოგები - აღმოაჩენენ და დაამუშავებენ ნივთებს.

ვიზიტორებს სტენდებთან დახვდებათ სახელოვნებო ვორქშოფები ხატვასა და ძერწვაში. ასევე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები და ჰიპ-ჰოპის მასტერკლასი.

მოდი სკოლების გამოფენაზე 7-8 დეკემბერს ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში. მისამართი - ა.წერეთლის გამზირი 118

გამოფენაზე დასწრება უფასოა

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი