ავტორი:

ავარია ქუთაისში - დაშავებულია სამი ადამიანი

ავარია ქუთაისში - დაშავებულია სამი ადამიანი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, საჭესთან ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სამივე დაშავებული სასწრაფომ დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია