ავტორი:

ცენტრალური გათბობის სისტემა - დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ცენტრალური გათბობის სისტემა - დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

საბინაო ექსპერტის რიჩარდ მურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით (Thermal comfort and control, Richard Moore) საერთო ოთახისთვის რეკომენდირებულია ტემპერატურა 21C°, საძინებელში 18C° , გაციების თავიდან ასაცილებლად არცერთ ოთახში არ უნდა იყოს 16C° ნაკლები, თუ 2 საათზე მეტი გავჩერდებით ოთახში, სადაც ტემპერატურა 12C°-ია, გაიზრდება წნევის აწევის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. ამ სტანდარტებზე უფრო მაღალი ტემპერატურებიც არ არის სასურველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც ირღვევა ადამიანის სხეულის და საცხოვრებლის გარემოს სითბური ბალანსი.

თანამედროვე გათბობის სისტემები იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა საჭიროებისამებრ დააბალანსოს და აკონტროლოს კლიმატი თითოეულ ოთახში. ცივ ზამთარში მთელ სახლში სასურველი ტემპერატურისა და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად ყველაზე კარგი საშუალება ცენტრალური გათბობის სისტემაა. თუმცა აღნიშნული სისტემის მონტაჟი ამ ყველაფერს ავტომატურად არ ნიშნავს. უამრავი დეტალია, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. აუცილებელია, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ და რაც მთავარია, კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. ჩვენ კი შემოგთავაზებთ რჩევებს, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ბრენდი

პირველ ეტაპზე უნდა შეარჩიოთ ბრენდი, რომლის ქვაბსა და რადიატორებსაც იყიდით.

გახსოვდეთ, რომ ქვაბისა და რადიატორების ხარისხი ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟისას უმნიშვნლოვანესი დეტალებია. შეარჩიეთ ბრენდი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრენდის პროდუქციას აქტიურად გამოიყენებდნენ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები და სეგმენტირებული არ იყოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისთვის. სასურველია ბრენდის პრიორიტეტებში შედიოდეს საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის შეცმირება, რადგან ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თქვენი ოჯახისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია "ბოში", რომელიც არის ლიდერი მომავალი თაობის ტექნოლოგიების განვითარებაში. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს კომფორტული გარემოს შექმნას ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებით.

მაღაზია

ბრენდის შერჩევის შემდეგ, უნდა შეარჩიოთ მაღაზია, სადაც გათბობის სისტემებს შეიძენთ. სასურველია ის შეიძინოთ საქართველოში ბრენდის უშუალო შემომტანისგან. ამ შემთხვევაში თქვენ უზრუნველყოფთ როგორც პროდუქციის ორიგინალობას და მაღალ ხარისხს, ისე მაქსიმალურად მისაღებ ფასს. ბრენდის ოფიციალურწარმომადგენელთან ნებისმიერ პროდუქციას უფრო იაფად შეიძენთ, ვიდრე სხვა მაღაზიებში. მეორე მხრივ კი, თავიდან დაზღვეული იქნებით არაორიგინალი პროდუქტის შეძენისგანაც. მაგალითად,"ქებული კლიმატი" საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე 2005 წლიდან.

გარანტია

ყურადღება მიაქციეთ საგარანტიო პირობებსაც. კომპანია, რომელიც ხანგრძლივ გარანტიას გთავაზობთ, ერთი მხრივ, დარწმუნებულია საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების მაღალ ხარისხში. მეორე მხრივ კი, თუ მაინც რაღაც მოხდა, თქვენ 2 ან 3 წლის შემდეგაც შეძლებთ კვალიფიციური საგარანტიო მომსახურების მიღებას. სასურველია მომსახურების პაკეტში შედიოდეს, როგორც გეგმიური ტექნიკური დათვალიერება, ასევე უფასო საგანგებო გამოძახებები.

ოპტიმალური დაგეგმარება

ალბათ გსმენიათ, რომ ცენტრალური გათბობის სისტემის მოხმარებისთვის კომუნალური გადასახადი ერთი და იმავე მოცულობის ფართზე ზოგს ბევრი აქვს, ზოგს კი ცოტა. ამის მიზეზი არის ბინის თბოდანაკარგი და ითვლება იმის მიხედვით, მაგალითად, კუთხის ბინაა თუ არა, მაღალ სართულზეა თუ დაბალზე. სწორედ ამიტომ ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟამდე აუცილებელია თბოპროექტის გაკეთება. ეს გულისხმობის რადიატორების რაოდენობისა და განლაგების სწორად შერჩევას.

ინსტალაცია

შემდეგი ეტაპი კვალიფიციური, გამოცდილი, სანდო და კეთილსინდისიერი ხელოსანია. მონტაჟის დროს გაპარულმა მცირე ხარვეზმაც კი მომავალში შეიძლება, სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს და დიდი ფინანსური ხარჯი დაგჭირდეთ. მეორე მხრივ, საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება გარისკვად ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ეს საქმე მიანდეთ მხოლოდ პროფესიონალებს.

ქვაბის ტემპერატურა

ცენტრალური გათბობის სისტემა რომ ეფექტურად მოიხმაროთ, ქვაბის ტემპერატურა არ უნდა იყოს მაღალ გრადუსზე. მაღალ გრადუსზე აწევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბინას არ ჰყოფნის რადიატორების რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ გათბობის სისტემა არასწორად არის დამონტაჟებული და აკლია რადიატორების რაოდენობა, ბინა არ თბება, გამათბობელი არ ითიშება, ვერ ძალავს კუბატურობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი ბუნებრივი აირის გადასახადი გაგეზრდებათ, რისი თავიდან არიდებაც სწორი დაგეგმარების შემთხვევაში ძალიან მარტივია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის