ავტორი:

პრეზიდენტმა გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

უბედნიერესი და გაოცებული ვარ. მართლა არ ველოდი ასეთ ჯილდოს. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნის და ხალხის,“ - ამის შესახებ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვების შემდეგ განუცხადა.

„აქ რომ დამპატიჟეს, ამანაც გამაოცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ შეიძლებოდა ვყოფილიყავი. დღეს პრეზიდენტმა დამაჯილდოვა. სიტყვები არ მყოფნის. ალბათ, ჩემი ოჯახი იამაყებს ჩემით და მეც ვამაყობ. ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა და რაც ყველაზე საამაყოა, ეს ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის,“ - განაცხადა გურამ კაშიამ.

დღეს ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ: მეუფე ისაია, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მეცნიერი ზურა კიკნაძე, რეჟისორი გელა კანდელაკი, მუსიკოსი მანანა მენაბდე, მხატვარი ლევან ჭოღოშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, ნორვეგიელი მუსიკათმცოდნე სვენდ ვოგე.

VIDEO: ოვაციები და მქუხარე ტაში, როცა გიორგი მარგველაშვილმა გურამ კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ