ავტორი:

რომელი სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი საახალწლო საჩუქრად 100 ლარიანი ბიუჯეტით?

რომელი სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი საახალწლო საჩუქრად 100 ლარიანი ბიუჯეტით?

ახალი წელი ახლოვდება და ამ ჯადოსნური პერიოდის მთავარმა მოქმედმა გმირებმა - ბავშვებმა უკვე ჩამოწერეს სასურველი საჩუქრების სიები. ამ სიებში კი ყველაზე დიდი ადგილი სწორედ სხვადასხვა ტიპის სათამაშოს უკავია. თუმცა ხშირად მშობლების ბიუჯეტი შეზღუდულია და ვცდილობთ ბავშვების სურვილები ჩვენს შესაძლებლობებს მოვარგოთ.

გთავაზობთ იმ პოპულარული სათამაშოების სიას, რომელთა შეძენასაც 100 ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ და რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის სასურველი საჩუქარი იქნება.

1) შემეცნებითი ლაბორატორიები

თანამედროვე ბავშვები სულ უფრო და უფრო ინტენსიურად გამოთქვამენ სურვილს ჰქონდეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც მათ ექსპერიმენტების ჩატარებისა და სიახლეების შემქნის საშუალებას მისცემს. ამ მხრივ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იტალიური ბრენდის Clementoni -ს შემეცნებითი ლაბორატორიები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა სფეროს შესახებ და აღმოაჩინონ სიახლეები.

2) ინტერაქციული სათამაშოები

ბოლო პერიოდში ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ის სათამაშოები, რომლებიც საუბრობენ, მოძრაობენ ან ასრულებენ სხვა მოქმედებებს. პატარებისთვის კი ძალიან მალე განსაკუთრებულად საყვარელ და სასურველ სათამაშოდ იქცა პირველი ქართველი მეზღაპრე დათუნია, რომელიც ქართულ ენაზე 4 ზღაპარს უყვება პატარებს, შესაბამისად ამ დათუნიასთან ერთად დაძინება სულ უფრო და უფრო მეტ პატარას ახარებს.

3) ხის სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა ხისგან დამზადებული სათამაშოები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ასევე მშობლებში, რადგან არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს და ამასთანავე გამოირჩევა განსხვავებული ვიზუალითა და ფუნქციებით. როგორც აღმოჩნდა, ამ ტიპის სათამაშოები განსაკუთრებულად აქტუალურია 3-დან 6 წლამდე ბავშვებში, განსაკუთრებით ის სათამაშოები, რომლებიც იძლევა საშუალებას მათი გამოყენებით ბავშვებმა ააწყონ სხვადასხვა ტიპის ნაგებობები და მინი-კონსტრუქციები.

ამ და სხვა უამრავი ჯადოსნური სათამაშოს შეძენა კი შეგიძლიათ სათამაშოების მაღაზიათა ქსელში „პეპელა“

„პეპელა“ - სანტას ოფიციალური პარტნიორი!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი