ავტორი:

ვხედავ, ქართველი ოლიგარქი ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს..." - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვხედავ, ქართველი ოლიგარქი ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს..." - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წინასწარმეტყველის უახლესი ჩანაწერები ქვეყნდება.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ახალი წინასწარმეტყველებებიდან:

  • "ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით! კოსმოსი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს მათ დასჯას. დაისჯებიან ისინი, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. ქართული ჯარი ჩვენი სიამაყეა, დაიმახსოვრეთ! ამიტომ ნუ გაბედავთ, შეეხოთ ჯარს, არც შეეცადოთ! ვიმეორებ: დაისჯებით!
  • ვხედავ, თავდაცვის მინისტრს შეცვლიან, მაგრამ, ეს შედეგს ვერ მოიტანს!
  • ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ეს ასეც მოხდება.
  • ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან.
  • ვხედავ, მოულოდნელი ცვლილებები მოხდება ევროპულ პოლიტიკაში და ინგლისი ევროპიდან არ გავა, "ბრექსითი" არ შედგება, ეს გამორიცხულია!
  • დღეს საქართველო უნდა უფრთხილდეს ახლად გამომცხვარ მილიონერებს... გაიმართება თითქოს უხილავი ბრძოლები, მაგრამ ვხედავ პიროვნებას, რომელიც ამ შემოტევებს გაუმკლავდება და მათ ყველას მიაბრუნებს რუსეთისკენ, ვინაიდან ყველა ეს წამოწყებული ბრძოლა რუსეთის ჩანაფიქრია.
  • ვხედავ, ოსები რუსებს სიურპრიზებს მოუწყობენ. უფრო მეტიც, ვხედავ, ოსი ხალხი როგორ აუმხედრდება რუსეთს. ოსეთი ნამდვილად დიდი სიურპრიზი იქნება რუსეთის პრეზიდენტისთვის".

"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრამვა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება