ავტორი:

რომელი თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ ქართველი მშობლები შვილებს

რომელი თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ ქართველი მშობლები შვილებს

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა სახელებს არქმევენ საქართველოს მოქალაქეები ახალშობილ შვილებს - ამის გასარკვევად ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოვითხოვეთ.

უკვე წლებია, პოპულარობას არ თმობს სახელი გიორგი - 2018 წელს 1 474 გიორგი დაიბადა. გოგონებში კი 2018 წელს ყველაზე მეტი ელენე იყო - 1 214.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტრადიციული ქართული, თუ ევროპული სახელების გარდა, ქართველი მშობლები შვილებს პოპულარული თურქული სერიალების გმირების სახელებსაც არქმევენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ 2018 წელს საქართველოში დაიბადნენ გოგონები და ბიჭები, რომელთაც მშობლებმა ზეჰრა, ელიფი, ონური და სხვა ცნობილი სერიალების გმირების სახელები დაარქვეს.

32 ბიჭს დაარქვეს სახელად ონური - "ნომერი 309"-ს მთავარი გმირის პატივსაცემად. სერიალი 2016 წელს არის გადაღებული და მასში ონურისა და ლალეს სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

წყვილი ერთმანეთს პირველად ბრმა პაემანზე ხვდება, რომელიც მათი დედების მოწყობილია, შემდეგ კი მათი დაბრკოლებებით სავსე, რომანტიკული ურთიერთობა ვითარდება.

ონური ქვია კიდევ ერთი პოპულარული თურქული სერიალის "1001 ღამის" გმირს, რომელსაც ხალიტ ერგენჩი ასახიარებს. ეს სერიალიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მაყურებელში.

რაც შეეხება გოგონებს, 2018 წელს საქართველოში 65 დამლა დაიბადა. დამლა ჯოლბაი პოპურალურ თურქულ სერიალში "ძმა" ერთ-ერთ მთავარ როლს - ჟურნალისტ გოგონა ეილემს თამაშობს. ქართულ ტელესივრცეში სერიალმა გამოჩენისთანავე მიაჯაჭვა მაყურებლები ეკრანებს. "ძმა" დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სერიალი 2016 წელს გადაიღეს და მასში მთავარ როლებს თურქი ვარსკვლავები და ქალების გულთამპყრობელები - ჩაღათაი ულუსოი და არას ბულუთ ინემლი ასრულებენ. სერიალი ამჟამად "იმედის" ეთერში გადის.

2018 წელს საქართველოში 35 ზეჰრა დაიბადა. ზეჰრა თურქული სერიალის "ტყუილის" მთავარი გმირია. სერიალი 2016 წელს გადაიღეს და ქართულ ტელესივრცეში 2018 წელს გამოჩნდა.

ჩვენი სია მთავრდება სერიალი "ელიფით", რომელიც 2014 წელს გადაიღეს, თუმცა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია გადის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. სერიალში ელიფი მთავარ გმირს ჰქვია და მოვლენები სწორედ ამ გოგონას გარშემო ვითარდება, პატარაობიდან სრულწლოვანებამდე. 2018 წელს საქართველოში დაბადებულ 27 გოგონას მშობლებმა სწორედ ელიფი დაარქვეს.