ავტორი:

„შენი ციფრული სკოლა“, რომელიც მოსწავლეებს საატესტატო გამოცდისთვის მოამზადებს, BTU-ს სტუდენტმა შექმნა

„შენი ციფრული სკოლა“, რომელიც მოსწავლეებს საატესტატო გამოცდისთვის მოამზადებს, BTU-ს სტუდენტმა შექმნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, რომელიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებს განათლების ინოვაციურ მეთოდებსა და საშუალებებს სთავაზობს, ამჯერადაც განსაკუთრებული საიხლე მოამზადა. უნივერსიტეტის მეორეკურსელმა გეგა თათულიშვილმა შექმნა ციფრული სკოლის პლატფორმა, https://www.yourdigitalschool.com/ რომელიც მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად და შესაბამისი გამოცდების ჩასაბარებლად, 1 თვეში შეასწავლის სასკოლო პროგრამას.

პროგრამა მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას ინდივიდუალურად სთავაზობს. პლატფორმა სპეციალური ალგორითმებითაა შექმნილი, რომლის გამოყენებით ის ადგენს მოსწავლის ცოდნას, აანალიზებს და ინდივიდუალურად ასწავლის იმ თემას, რაშიც მას სჭირდება ცოდნის გაუმჯობესება. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლემ ვიდეო და ფოტო მასალით შეისწავლოს თეორიული მასალა, გაიმეოროს განვლილი მასალა და მიიღოს დაშვებული შეცდომების შეხასებ ვრცელი განმარტება. ასევე, მოსწავლეს შეუძლია დასვას შეკითხვა და მიიღოს შესაბამისი პასუხი.

საწყის ეტაპზე ციფრული სკოლის პლატფორმის ფარგლებში ინტეგრირებულია ბიოლოგიის კომპონენტი, რომლის ტესტირება თბილისის სხვადასხვა სკოლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პლატფორმა მარტივი, სახალისო ინტერფეისით გამოირჩევა და მე-11 კლასელებისთვის სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. ტესტირების პროცესში მონაწილე მოსწავლეების განმარტებით, პლატფორმის გამოყენება გაცილებით ზოგავს მათ დროს საგანში მომზადებისთვის, სახალისოდ და მარტივად ასწავლის იმ საკითხებს, რომელთა შესწავლა მათ რთულად ეჩვენებოდათ.

სტარტაპერი სტუდენტის განმარტებით, პროგრამის საშუალებით მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა საატესტატო გამოცდისთვის შეაჯამოს მთელი განვლილი მასალა ან თავიდან შეისწავლოს მისთვის საინტერესო საგანი.„შენი ციფრული სკოლა“ მოსწავლეს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება.