ავტორი:

ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოებია 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე , დამოუკიდებელმა ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული გამოავლინა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

წლის ბიზნესი, წარდგენილნი იყვნენ: "კენარი", „გროს ენერჯი გრუპი“, „ევროპის უნივერსიტეტი".

გამარჯვბეული „გროს ენერჯი გრუპი" გახდა, რომლის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს.

წლის ქართული პროდუქტი, წარდგენილნი იყვნენ: „ჰერბია“, „გეფერინი“, „ნეოფარმი“.

გამარჯვებული გახდა „გეფერინი“, კომპანია, რომელმაც 2014 წელს, საქართველოში ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების წარმოებაც დაემატა. დღეს „გეფერინი“-ს პროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გადის.

წლის სტარტაპი, წარდგენილნი იყვნენ: „თიერსი“, „აპოლო 11“, „Welcome to Georgia – the Musical”.

გამარჯვებული „თიერსი“ გახდა, - ეკოლოგიისათვის სასარგებლო, საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომლის მიზანია მწყობრიდან გამოსული უვარგისი საბურავი გადაამუშაოს და მისგან ისეთი სასარგებლო პროდუქტი მიიღოს, როგორიცაა: კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო.

წლის ტურისტული ბიზნესი, წარდგენილნი იყვნენ: „ალტიტუდა“, „წისქვილი ჯგუფი“, „Ecotour Georgia”.

გაიმარჯვა „Ecotour Georgia“- მ. Ecotour Georgia ტურისტული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც შემომყვანი ტურიზმია. კომპანიის მიმართულება ფრინველებზე და ზოგადად ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმია (Birdwatching, wildlife watching tours).

წლის ქალი მეწარმე, წარდგენილნი იყვნენ: „სანტა“, „პანკისი ქემფინგ“, რადიო „ფორტუნა“.

გამარჯვებული გახდა „სანტა“, რომელიც ალპურ ზონაში არსებული ყველის საწარმო სხვადასხვა სახეობის ყველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით ამზადებს.

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის, წარდგენილნი იყვნენ: „ფაბრიკა 1900“, „ჯეო მულჩი“, „ანტრე“.

გამარჯვებულია „ჯეო მულჩი“ – მულჩირება ნიადაგის მოშიშვლებული, დამუშავებული ზედაპირის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით გადაფარვაა. „ჯეო მულჩი“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მულჩის მწარმოებელი კომპანიაა. პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე ქალაქის გარეგნულ იერსახეზე.

„ჩვენი კომპანია აწარმოებს მულჩს, რომელიც არის დაქუცმაცებული ნაფოტი, ის ხის მერქნისგან მიიღება. მას აქვს დადებითი გავლენა, როგორც ნიადაგისთვის, ასევე მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის. ზრუნავს ჰაერის გასუფთავებაზე მტვრის ნაწილაკებისა და აზოტის ოქსიდებისაგან.“ - განმარტა გამარჯვებული კომპანიიის „ჯეო მულჩი“ დამფუძნებელმა, მიხეილ მესტვირიშვილმა.

წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-ვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია თიბისისათვის, მესამედ ჩატარდა ბიზნესდაჯილდოება და მასში, 3 წლის განმავლობაში, 1000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამ კომპანიებმა გაიცნეს ერთმანეთი და თავიანთი წარმატება გაუზიარეს კოლეგებს. მჯერა, რომ შემდეგ წლებშიც ჩავატარებთ აღნიშნულ დაჯილდოებას და ხელს შევუწყობთ ბიზნესსოციუმის მხარდაჭერას“ - განაცხადა თიბისი გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ბიზნესდაჯილდოება 2018 -ის მიმდინარეობისას პროექტის მთავარი პარტნიორი ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE იყო, დანარჩენი პარტნიორები კი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკი - EBRD, Impact Hub Tbilisi და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერას ემსახურება და ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. ბიზნესდაჯილდოება 2018 -ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344- მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელ საქართველოს გაუზიარეს.

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი