ავტორი:

საინტერესო სტატისტიკა: რამდენ დროს ხარჯავდნენ ძველად დიასახლისები სახლის საქმეებში

საინტერესო სტატისტიკა: რამდენ დროს ხარჯავდნენ ძველად დიასახლისები სახლის საქმეებში

ალბათ ხშირად წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, გასულ საუკუნეში რომ დაბადებულიყავით. ფილმებში წარსულში მოგზაურობა ძალიან საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა წარმოჩენილი, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, როგორ გაგიჭირდებოდათ ცხოვრება, თუნდაც ერთი საუკუნით ადრე რომ გაჩენილიყავით...

თანამედროვე და 50-იანი წლების ინგლისელი დიასახლისების ცხოვრება რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ სახლის საქმე, რიგითი ინგლისელი დიასახლისის ცხოვრებაში, კვირაში 57 საათს იკავებდა. ამაში შედიოდა სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და სხვა საჭირო ყოველდღიური პროცედურა.

დღეისათვის, იგივე საქმიანობაზე ქალი 55 საათით ნაკლებს დროს ხარჯავს, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტომატიზაციისა და სხვადასხვა სერვისის პროგრესის დამსახურებაა. ასევე, დღეისათვის, ოჯახების 30%-ის შემთხვევაში, ცოლ-ქმარი სახლის საქმეს თანაბრად ინაწილებს, რაც 50-იან წლებში წარმოუდგენელი რამ იყო.

ქალი, საყიდლებზე წასვლასა და საჭმლის მომზადებაზე უამრავ დროს ხარჯავდა. დღეს კი სულაც არ არის აუცილებელი პროდუქტების საყიდლად წასვლა. მოსახერხებელი სერვისი საშუალებას იძლევა, რომ თქვენს ნაცვლად ეს დამღლელი საქმიანობა სხვამ გააკეთოს.

სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი ინტერნეტთან აქვს წვდომა, შეუძლია ივაჭროს ონლაინ მაღაზიაში, შეიძინოს იგივე ფასად სასურველი პროდუქცია და დაელოდოს კურიერს, რომელიც მას სახლში მოუტანს ყველაფერს.

ასეთი სერვისი უკვე საქართველოშიც ამოქმედდა. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ონლაინ სუპერარკეტი Momitane.ge-ს მომსახურეობით, რომლის საშუალებითაც ბევრი დროის და ენერგიის დაზოგვაა შესაძლებელი.

მოდით გადავხედოთ სტატისტიკას:

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტ დროს (სახლის საქმის კეთების თვალსაზრისით) სამზარეულოში ატარებს (47%), შემდეგ მოდის მისაღები ოთახი (25%), ბოლოს კი საძინებელი (4%).

სოციალური ისტორიკოსი, სერენ ევანს-ჩარინგტონი ამბობს: "თანამედროვე ოჯახები არ იმყოფებიან ისეთი ძლიერი სოციალური წნეხის ქვეშ, როგორც ჩვენი წინაპრები. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, ქალებს სახლში სისუფთავის შენარჩუნება, ფაქტობრივად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უჯდებოდათ ."

სრულიად სხვა სიტუაციაა ახლა. ქალების უმრავლესობა დასაქმებულია და სამსახურში საშუალოდ - 6- 7 სთ-ს ატარებს. გამოკითხულთა 65% სარგებლობს სახლში მიტანის სერვისით, ყიდულობს მზა საკვებს, ან ნახევრარფაბრიკატებს. ხოლო ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი წლიდან წლამდე საოცარი სისწრაფით მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ რამდენიმე წელიწადში, მოსახლეობის უმრავლესობა დროს საყიდლებზე სიარულში აღარ დახარჯავს. მაგალითად, Momitane.ge-ზე შეძენილი პროდუქცია კურიერს მოაქვს სასურველ მისამართზე და მოტანის ღირებულება მხოლოდ ორი ლარია, 100 ლარზე ზემოთ შეძენილ პროდუქციაზე კი მომსახურეობის თანხასაც არ იხდით.

საქართველოში ონლაინ მაღაზიები და ადგილზე მიტანის სერვისი მყარად იკიდებს ფეხს. ყოველდღიურად იზრდება ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი, რაც იმის ნიშანია, რომ მოსახლეობა რუტინულ და დამღლელ საქმეებში სულ უფრო ნაკლებ დროს და ენერგიას ხარჯავს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი