ავტორი:

გორში, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციით ერთი ახალგაზრდა დაიღუპა - ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გორში, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციით ერთი ახალგაზრდა დაიღუპა - ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ორი კი მძიმე ინტოქსიკაციით გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შემთხვევა სამეფოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ამ სახლის მცხოვრებია. საავადმყოფოში მოთავსებულები კი მისი მეზობლები არიან, რომლებიც ამავე სახლში იმყოფებოდნენ.

მომხდარის თავდაპირველ ვერსიად, არაოფიციალურად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა, თუმცა, გარდაცვლილის ბიძამ კიდევ ერთი ვერსია დაასახელა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდებმა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს.

ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია