ავტორი:

"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს

"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში მცხოვრებ ფერმერს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ვაშლის ნარგავები გაუჩეხეს. ალიკა კოპაძეს ბაღში მისვლისას 127 ხე განადგურებული დახვდა. დაზარალებულ ფერმერს მომხდარზე არანაირი ვერსია არ გააჩნია. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ სოფელში არც უთანხმოება აქვს ვინმესთან და არც - რაიმე გასაყოფი. კოპაძის მოსაზრებით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, შურია.

"ვიღაცას ალბათ თვალში მოხვდა კარგად მოვლილ-გაშენებული ბაღი, წელს უკვე მოსავალიც მივიღეთ, შეშურდა და ასეთი რამ ჩაიდინა. სხვა არანაირი ვერსია არ მაქვს, არავისთან არასდროს კონფლიქტი და დავა არ მქონია", - ამბობს ალიკა კოპაძე.

მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, სოფელში არაერთი ადამიანი გამოიკითხა, თუმცა დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

"ძალიან ცუდი ფაქტია, ძალიან მეტკინა გული, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს სოფელში ვინმე ასე მომექცეოდა და ასეთ სიბოროტეს ჩაიდენდა. ხეხილის ბაღი საცხოვრებელი სახლიდან 1,5 კილომეტრითაა დაშორებული, სოფლის განაპირასაა და შესაბამისად, დამნახავი არავინ ჩანს. 3-4 წლის ბაღია, წელს პირველად მოისხა მოსავალი. 528 ძირი ვაშლის ხეა დარგული და აქედან 127 ძირი განადგურებულია, ნაჯახითაა აჩეხილი. როგორც კვალი აჩვენებს, სავარაუდოდ, ორი პირი იყო შესული ბაღის ბოლოდან და ასე მიყვნენ ვაშლის მწკრივებს" - განაცხადა ალიკა კოპაძემ.

როგორც გავარკვიეთ, სოფელ არაშენდაში ეს ხეხილის ბაღის აჩეხვის პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური ფაქტი დაახლოებით 20 წლის წინაც მომხდარა და მაშინაც კოპაძეების კუთვნილ ბაღში.

"1999 წელსაც მოხდა ასეთი შემთხვევა. მაშინ მამაჩემის გაშენებული ბაღი იყო, გაზაფხულზე, როცა ხეხილი ყვაოდა, სწორედ მაშინ აჩეხეს ვაშლის ნერგები, ვერ გავიგეთ ვინ ჩაიდინა", - ამბობს კოპაძე.

ავტორი: ია თინიკაშვილი

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ