ავტორი:

სახვითი ხელოვნების მუზეუმი და სალონური საღამო - Public(A)Talks

სახვითი ხელოვნების მუზეუმი და სალონური საღამო - Public(A)Talks

20 დეკემბერს, 21 საათზე „პუბლიკაში“ Public(A)Talks წარმოგიდგენთ მორიგ სალონურ საღამოს არტისტ - ოლეგ ტიმჩენკოს, ხელოვნებათმცოდნე - ხათუნა ხაბულიანის და პიანისტ - გიგი პიანომენის მონაწილეობით.

ცნობილი თანამედროვე არტისტის - ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში. ხელოვანს მუზეუმში მთელი დარბაზი ეთობა. ტიმჩენკოს ნამუშევრები ასევე ინახება ევროპის არაერთ კერძო კოლექციასა და გალერეაში.

ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედებაში ასახულია თანამედროვე თბილისი. ხელოვანი ძირითადად ზღაპრულ და აღმოსავლურ მოტივებზე ხატავს, ასევე მუშაობს ურბანისტულ პეიზაჟებსა და პოპ-არტული სტილის პოსტერებზე.

„ჩემი ყველაზე დიდი სტიმული იდეაა, რომელიც თუ არ განვახორციელე, ცუდად ვარ“ - ამბობს ოლეგ ტიმჩენკო.

20 დეკემბერს, სანამ ოლეგ ტიმჩენკო პუბლიკის სტუმრების თვალწინ დახატავს, თანამედროვე ხელოვნებაზე ისაუბრებს ხელოვნებათმცოდნე - ხათუნა ხაბულიანი, რომელიც არტ კრიტიკოსი და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარია.

„პუბლიკის“ სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ მოუსმიმონ პიანისტს და კომპოზიტორს - გიგი ვანდერს, იგივე გიგი პიანომენს.

ივენთის ლინკი

https://www.facebook.com/events/2210134649200787/