ავტორი:

ექვს წელში გადარჩენილი 85 ათასი ხე - პროექტი „მაკულიტერატურა“ Meliora 2018-ზე დაჯილდოვდა

ექვს წელში გადარჩენილი 85 ათასი ხე - პროექტი „მაკულიტერატურა“ Meliora 2018-ზე დაჯილდოვდა

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ პროექტი „მაკულიტერატურა“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში - Meliora 2018 დაჯილდოვდა. კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში - ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა, სადაც ასევე ნომინირებულნი იყვნენ: „ჰილტონ ბათუმი“, „საქართველოს ბანკი“, „ჯი-თი-ეს ელექტრონიკსი“ და „პეპსიკო“.

როგორც კონკურსის დასრულების შემდეგ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ PR პროექტების კოორდინატორმა ლუკა ქუთათელმა განაცხადა, 10 ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიათა სიაში „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მოხვედრა მისმა გარემოზე ზრუნვის მიმართულებით გაწეულმა საქმიანობამ განაპირობა. კერძოდ, კომპანიამ 6 წლის განმავლობაში 85 ათასი ხე გადაარჩინა.

მისივე თქმით, ჰოლდინგი მომავალშიც აპირებს აღნიშნული პროექტის მასშტაბების გაზრდას და უფრო მეტი ხის გადარჩენას.

„ბუნებაზე ზრუნვა და ზოგადად, ეკოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. დღითიდღე უარესდება ჩვენი გარემო პირობები და მედია ჰოლდინგმა ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სოციალურ პრობლემას შევხებოდით და ჩვენი მხრიდან უკეთეს მომავალზე გვეზრუნა“, - აღნიშნა ლუკა ქუთათელმა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა 41-მა კომპანიამ მიიღო, რომელთაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 76 პროექტი ჰქონდათ განხორციელებული. აღნიშნული პროექტები წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ წარადგინა.

დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი „მელიორა 2018“ ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში წელს პირველად გაიმართა. კონკურსი ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოვებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში სამაგალითო ინიციატივებს ახორციელებენ და ცდილობენ საქართველო უკეთესობისკენ შეცვალონ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი