ავტორი:

მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა

მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა

მიშელ ობამა გადაცემაში სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან საკუთარ წიგნზე სასაუბროდ მივიდა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის „ბალენსიაგას“ 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა.

კაბა „ბალენსიაგას“ 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციიდან არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.

ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო, თუმცა „ტვიტერის“ მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.

აშშ-ს პირველი ლედის წიგნის გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, აშშ-სა და კანადაში პირველივე დღეს Becoming-ის 725,000 ასლი გაიყიდა და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაყიდვების თვალსაზრისით, წლის წიგნი გახდა.

ნახეთ ვიდეო : მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმასა და ყვითელ კაბაში "გამობრწყინდა" და სოციალური ქსელების მომხმარებლებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე