ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე გეოლოგებთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონისა და თბილისის მერიის თანამშრომლები.
ფოტო: გიორგი გაფრინდაშვვილის "ფეისბუქიდან"

