ავტორი:

რა დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა არასაკურორტო ზონაში მდებარე ბრენდულ სასტუმროებში

რა დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა არასაკურორტო ზონაში მდებარე ბრენდულ სასტუმროებში

ახალი წლის დადგომამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, ბევრმა ჩვენგანმა უკევ დაიწყო ფიქრი, თუ სად და როგორ უნდა შეხვდეს 2019 წელს. "ბიზნესპრესნიუსი" თბილისისა და რეგიონებში (არასაკურორტო ზონებში) მდებარე სასტუმროების ფასებით, გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა. გამოკითხულ სასტუმროებს უკვე დაგეგმილი აქვთ სადღესასწაულო პროგრამები და არც სტუმრების ნაკლებობას უჩივიან.

31 დეკემბერს სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" სამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლებს. ახალი წლის შეხვედრა შესაძლებელი იქნება სასტუმროს დიდ დარბაზში, სადაც სასტუმრო წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს მფლობელ ჯაზ ბენდს New York Voices. ბილეთში შედის კონცერტი და საახაწლოს სუფრა. რაც შეეხება ფასს, ერთ ადამიანს 450 ლარის გადახდა მოუწევს. "ბილტმორ თბილისის" Xeme ბარის ბილეთის ფასია 300 ლარი, ფასში შედის კონცერტი, ალკოჰოლური სასმელები და წასახემსებლები. Xeme რესტორნის ღონისძიების ფასია კი 250 ლარი ღირს. ფასში 3 კერძისგან შემდგარი მენიუ შედის.

როგორც სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" განაცხადეს, საახალწლო ღონისძიებაზე სტუმრები იქნებიან როგორც უცხოელები, ასევე ადგილობრივები. მათი თქმით, სტუმრებს ელოდებიან როგორც მეზობელი, ასევე ევროპის ქვეყნებიდან. რაც შეეხება ახალი წლის ღამეს ნომრის ფასს, როგორც სასტუმროში განაცხადეს ახალ წელს საახალწლო პროგრამასთან ერთად ნომრის აღების შემთხვევაში 2 ადამიანს 660 დოლარის გადახდა მოუწეს.

კახეთში მდებარე "ლოპოტა სპა რეზორტს" ახალი წლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. "ლოპოტას" საახალწლო პროგრამა 2 ღამეს მოიცავს. რაც შეეხება ფასს, ორი ღამის ფასი ორ ადამიანზე 31 დეკემბერსა და 1 იანვარს 650 დოლარის ექვივალენტია ლარშია. როგორც "ლოპოტა სპა რეზორტში" აცხადებენ, ახალ წელს სტუმრებს ელოდებიან, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. 31 დეკემბრის ღამეს ნინო ქათამაძის კონცერტის ბირმინგჰემის გოსპელ გუნდის საახაწლოს პროგრამა იქნება, ხოლო მეორე ღამეს ელენე კალანდაძე და DJ იქნება წარმოდგენილი...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი