ავტორი:

90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსების უმძიმესი ყოფა ჩრდილოეთ ოსეთში - რატომ თხოვენ ისინი დახმარებას კადიროვს

90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსების უმძიმესი ყოფა ჩრდილოეთ ოსეთში - რატომ თხოვენ ისინი დახმარებას კადიროვს

90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ, დახმარებას ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს სთხოვენ. როგორც გაირკვა, ოსებს იქიდანაც გასახლება ემუქრებათ, რადგან ტერიტორია, რომელზეც ისინი დაახლოებით 30 წლის წინ დასახლდნენ, ახლა ვიღაცამ იჯარით აიღო. "ძალიან კარგი იქნებოდა, რამე კონკრეტულ ფართს თუ გამოგვიყოფდნენ, ამ ჯოჯოხეთის გაძლებას ყველაფერი ჯობია, მაგრამ თანხა, რომელსაც ვითომ კომპენსაციის სახით გვაძლევენ, ვლადიკავკაზის გარეუბანში ერთოთახიანი ბინის საყიდლადაც კი არ არის საკმარისი. ერთ ოთახში რამდენიმე სული ვცხოვრობთ", - აცხადებენ ოსები.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, თითქმის არასდროს აქვთ ელექტროენერგია, არ არის გაყვანილი ბუნებრივი აირიც და "სახლები", რომლებიც მიტოვებული შენობებისგან თავად "გააკეთეს", უკვე ნგრევის პირასაა.

"დევნილები 90-იან წლების დასაწყისში საქართველოდან წავიდნენ და ახლა კამბილევსკის გარეუბანში, სამხედრო დასახლებაში ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, არცერთი მათგანის საცხოვრებელი ფართი პრივატიზებული არ ყოფილა.

შესაბამისად, 65-ზე მეტი ოჯახი, სადაც საკმაოდ ბევრი ბავშვია, თითქმის დანგრეულ შენობაში ცხოვრობს. როგორც გაირკვა, რამდენიმე ოჯახმა იქაურობა დატოვა, თუმცა 20-მდე ოჯახი, ბავშვებთან ერთად ისევ კამბილევსკში რჩება", - წერს გამოცემა.

"აქ ყველა მიწაზე მუშაობს, არ გვყავს ალკოჰოლიკები და ნარკომანები. ადრე აქ კოლმეურნება იყო და ყველანი იქ ვიყავით დასაქმებული, Электроцинк მუშაობდა, ახლა კი ყველა ვლადიკავკაზში წავიდა სამუშაოდ", - ამბობს ოსი გელა ekhokavkaza.com-თან საუბარში.

მისივე თქმით, მუდმივად ითიშება დენი, რადგან მიწის მოიჯარე მარატ თიბილოვი მათ შევიწროებას ცდილობს. ის იქ მცხოვრებლებს ცხოვრების ქირას 2000 ათას რუბლს სთხოვს და ისინიც ყოველთვიურად უგროვებენ.

თავის მხრივ, თიბილოვი ამბობს, რომ მან ეს მიწა 2006 წელს იჯარით შეიძინა. ახლა იქ ადამიანები ცხოვრობენ, შინაური საქონელი ჰყავთ და ამ ვითარებაში არაფერის კეთება არ შეუძლია, ფული კი გადახდილი აქვს... "ამ არაადამიანურ პირობებს უკვე შევეჩვიეთ, შუქიც კი სანატრელია, რადგან თიბილოვი დენის კომპანიას გაურიგდა და დენი თითქმის არასდროს გვაქვს... ამიტომ გადავწყვიტეთ და დახმარებისთვის რამზან კადიროვს მივმართეთ. აქაური ხელისუფლება ადამიანებად არ მიგვიჩნევს და იქნებ ის დაგვეხმაროს. თუ ჩრდილოეთ ოსეთში არავის ვჭირდებით, იქნებ ჩეჩნეთში წავიდეთ და იქ ასე, ბავშვებთან ერთად, ქუჩაში არ მოგვიწიოს ცხოვრებამ", - ამბობს გამოცემასთან საუბარში ოსი გია.

კამბილევსკის დასახლების ადმინისტრაცია ოსი დევნილების მოთხოვნებს ფაქტობრივად რეაგირების გარეშე ტოვებს და აცხადებს, რომ მათ ტერიტორია უნდა დაცალონ და შემდეგ დაიწყება მათი დაკმაყოფილება.

ვლადიკავკაზში მცხოვრები დევნილების საკითხი წლებია დგას. მიზეზი ის არის, რომ ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მათ იქ დაბრუნება არ სურთ. ჯერ კიდევ წლების წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ჩრდილოეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნელი ფუხაევასთან დევნილთა პრობლემები განიხილა. ფუხაევას მონაცემებით, 4000 ოჯახი ვლადიკავკაზში ისევ აღრიცხვაზე იმყოფება და საცხოვრებელი არ გააჩნია.

არსებული მონაცემებით, ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში 12 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი 40 დროებით დასახლებაში ცხოვრობს. მათ საქართველოს ტერიტორია ძირითადად 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დატოვეს, მაგრამ ბევრი ცხინვალიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც წავიდა ვლადიკავკაზში და უკან აღარ ბრუნდება, რადგან ცხინვალის რეგიონში არსებულ უმძიმესი სოციალური ფონის შესახებ ფლობენ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ შეჩვეული გაჭირვებიდან შეუჩვეველ და უარეს გაჭირვებაში დაბრუნება არ სურთ.

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის" - თორნიკე შარაშენიძე