ავტორი:

ახალი ეროვნული პლატფორმა ქართველი მოგზაურებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის

ახალი ეროვნული პლატფორმა ქართველი მოგზაურებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის

ახალი ეროვნული არაკომერციული პლატფორმა - www.geotaxi.global- ქართველი მოგზაურებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის!

როუმინგული მომსახურების ლიდერი კომპანია საქართველოში "გლობალ სელი" ქმნის ახალ ეროვნულ არაკომერციულ პლატფორმას ქართველი მოგზაურებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის, რომლის საშუალებითაც ქართველი მოგზაურები ისარგებლებენ გაცილებით იაფი და კომფორტული სატრანსპორტო სერვისით ემიგრაციაში მცხოვრები საკუთარი თანამოქალაქეებისაგან, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურების კუთხით არიან თვითდასაქმებულნი.

აღნიშნული ეროვნული პროგრამის შედეგად, ქართველი მოგზაურების მიერ სატრანსპორტო სერვისის ღირებულების გადახდა მოხდება არა უცხოური კომპანიისა თუ ფიზიკური პირისათვის, არამედ ჩვენივე ემიგრანტი თანამოქალაქეებისათვის. პლატფორმის(www.geotaxi.global) საშუალებით, მოგზაურებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტული ქვეყნის მიხედვით მიიღონ ინფორმაცია იმ ქართველი ემიგრანტების შესახებ (მათი სატრანსპორტო საშუალებისა (ფოტოებით) და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), რომლებიც ქართველ მოგზაურებს სთავაზობენ სატრანსპორტო მომსახურებას კონკრეტულ ქვეყნებსა და ქალაქებში.

ამასთან, გლობალ სელი უზრუნველყოფს უფასო მობილურ კავშირს მოგზაურებსა და სერვისის მიმწოდებელ ემიგრანტებს შორის.

გლობალ სელი ემიგრაციაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, ჩაერთოს აღნიშნულ ეროვნულ პროექტში და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (რომელსაც აქვს სათანადო სატრანსპორტო სერვისის მიწოდების უფლება და საშუალება) სთავაზობს დარეგისტრირდეს ონლაინ პლატფორმაზე (www.geotaxi.global) შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.

ახალი ეროვნული პლატფორმა - www.geotaxi.global - ქართველი მოგზაურებისათვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის 1 იანვრიდან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი