ავტორი:

ექიმის კომენტარი კოკო გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ექიმის კომენტარი კოკო გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის ლევან ბესელიას განცხადებით, კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში ჰიპოვოლემიური მდგომარეობისა და სტენოკარდიის დიაგნოზით შეიყვანეს.

„კონსტანტინე გამსახურდია შემოყვანილ იქნა კრიტიკური მედიცინის განყოფილებაში 13:50 საათზე დიაგნოზით ჰიპოვოლემიური მდგომარეობა და სტენოკარდია. პაციენტი მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში, იგეგმება გაფართოებული გამოკვლევები, რომელთა შედეგებითაც განისაზღვრება შემდეგი ტაქტიკა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შიმშილობის შესაძლო გაგრძელებას, ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია", - განაცხადა ლევან ბესელიამ.

კონსტანტინე გამსახურდიას თანაპარტიელის, მალხაზ გორგასლიძის განცხადებით, ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

„მოგეხსენებათ, მე-11 დღეა პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობენ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. ამ შიმშილობამ გამოიღო მძიმე შედეგი და მძიმედ აისახა მის ჯანმრთელობაზე. დღეს დილით ცუდად იგრძნო თავი და გადავიყვანეთ კლინიკაში, ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს მათი მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა გორგასლიძემ.

პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი