ავტორი:

რომელია 5 ყველაზე სასურველი სამკაული საჩუქრად?

რომელია 5 ყველაზე სასურველი სამკაული საჩუქრად?

“მიყვარს საიუველირო ნაწარმი - ოქრო და ბრილიანტები, მე ქალი ვარ” - ამბობს მონიკა ბელუჩი. რთულია მას არ დაეთანხმო.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქალისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად, იქნება ეს ახალი წელი, დაბადების დღე, თუ უბრალოდ გულის გასახარებლად შერჩეული საჩუქარი - სამკაულია. არც ის არის ახალი რომ, ბევრ ჩვენგანს სამკაულის შერჩევის პროცესი შესაძლოა წარმოუდგენელ ტანჯვად მოგვევლინოს. ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება გვიწევს, რადგან საკმაოდ პრეტენზიულ და ინდივიდუალურ საჩუქარზე შევაჩერეთ არჩევანი.

მოდით დღეს 5 ყველაზე სასურველი საიუველირო ნაწარმი განვიხილოთ.

საყურე

დამეთანხმებით ალბათ ნამდვილად ერთ ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარია. არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანი. წერტილები, რგოლები, გრძელი საყურეები, სხვადასხვა ქვებით გაფორმებული, ვერცხლის ან ოქროსგან დამზადებული. სწორად შერჩევის შემთხვევაში მათ ნამდვილად შეუძლიათ ფურორის მოხდენა.

ყელსაბამი

აქ საქმე ოდნავ მარტივადაა. ყელსაბამი შედარებით უფრო გვხდება თვალში ვიდრე საყურე. თუ დაკვირვებული ადამიანი ხართ, დაახლობით გეცოდინებათ, რომელ მეტალს, ქვასა და დიზაინს ანიჭებს თქვენი რჩეული უპირატესობას და საჩუქრის შერცევასაც უკეთ შეძლებთ.

სამაჯური

ყელსაბამის მსგავსად, ასევე თვალშისაცემი აქსესუარია, არსებობს როგორც სადა (მხოლოდ ოქროს ან ვერცხლის, სხვა მეტალის, ტყავის და ა.შ.) ასევე სხვადასხვა ქვითა თუ ორნამემტით გაფორმებული სამაჯური, წვრილი, შედარებით მსხვილი, ნაქსოვი, შესაკრავით ან შესაკრავის გარეშე, გააჩნია რა სტილს ანიჭებს თქვენი რჩეული უპირატესობას. .

გულსამაგრი

იმ შემთხვევაში თუ თქვენ შემჩნეული გაქვთ თქვენს რჩეულზე მსგავსი აქსესუარი მაშინ ამ საჩუქრით მის უსაზღვრო სიხარულს გამოიწვევთ. გულსამაგრი ნამდვილად ერთ ერთი ყველაზე ეფექტური და აუცილებელი აქსესუარია. ის ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას, ხასიათს, გამბედაობას და ასევე საკმაოდ ხშირად იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას.

ბეჭედი

რა თქმა უნდა, ყველაზე სასურველი სამკაული ბეჭედია (და არა მხოლოდ ნიშნობის ან ქორწინების). გაგიკვირდებათ და მისი არჩევა არც ისე რთულია, როგორც თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ. ხშირ შემთხვევაში არც თითის ზომის ცოდნაა საჭირო. როგორ? მთავარია ბეჭდის ფორმას მიაქციოთ ყურადღება. თუ ის უნივერსალური ფორმისაა, თქვენი რჩეული მარტივად შეძლებს მის მორგებას. ასევე, დამატებითი კითხვების თავიდან აცილების მიზნით ეცადეთ საჩუქარი ძალიან დიდი დაკვირვებითა და გულისყურით შეარჩიოთ :)

ბონუს რჩევა:

ბრენდი

სანამ სამკაულის შესაძენად გაემართებით აუცილებელია შეარჩიოთ ბრენდი. ეს დაგეხმარებათ შოპინგისას დროისა და ენერგიის დაზოგვაში. გახსოვდეთ რომ ბრენდი უნდა იყოს სანდო, მინიმუმ 5 წელი მაინც არსებობდეს ბაზარზე, მომხმარებელს სთავაზობდეს სტაბილურ და ხარისხიან მომსახურებას და ასევე უნიკალურ და ფართო ასორტიმენტს. მაგალითად ბრენდი “ფრანკო ფონტანა” საქართველოში 2008 წლიდან არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში ბაზრის ერთ-ერთ უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა. ბრენდი ასევე გაძლევთ ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებას და მუდმივად განახლებული კოლექციებით ახარებს ქართველ მომხმარებელს.

გახსოვდეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს საჩუქრის პერსონალურად შერჩევას, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი რჩეულის სტილი და გემოვნება ასევე გაითვალისწინეთ რომელ სამკაულს იყენებს ყველაზე ხშირად (ყელსაბამი, სამაჯური, ბეჭედი, საყურე და.შ.)

გისურვებთ წარმატებულ შოპინგს.

ავტორი: ანიკა ტიზლიარიშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი