ავტორი:

“ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორი -„ნენსკრაჰესის“ რეზერვუარის ადგილი დასახლებული პუნქტიდან 7 კმ-ით არის დაშორებული და არცერთ სახლთან შეხება არ ექნება

“ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორი -„ნენსკრაჰესის“ რეზერვუარის ადგილი დასახლებული პუნქტიდან 7 კმ-ით არის დაშორებული და არცერთ სახლთან შეხება არ ექნება

„ნენსკრაჰესის“ რეზერვუარის ადგილი უახლოესი დასახლებული პუნქტიდან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, არცერთ სახლთან და ოჯახთან შეხება არ ექნება“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, სს “ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე, რომელზეც რეზერვუარი იქნება, ძირითადად, საერთო სარგებლობის სათემო სათიბები და საძოვრებია. რეზერვუარის სარკის ზედაპირის ფართობი 2.7 კვ.კმ იქნება. შედარებისთვის, „ენგურჰესის“ რეზერვუარის სარკის ზედაპირი - 13.5 კვ. კილომეტრია.

„დასატბორი ადგილი, სადაც რეზერვუარი იქნება, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან შვიდი კილომეტრითაა მოშორებული და არცერთ სახლთან და ოჯახთან შეხება არ აქვს. ესეც პროექტში სპეციალურად იყო გათვალისწინებული, რათა ამით თავიდან აგვეცილებინა მოსახლეობაზე სოციალური ზემოქმედება. შესაბამისად, არ გვაქვს განსახლება და კერძო საკუთრებაზე შეხება. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ტერიტორიას რეზერვუარი დაიკავებს, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა. გარკვეული ნაწილი სათიბები და საძოვრებია, რაც ისევ საერთაშორისო სტანდარტით 100%–ით კომპენსირდება. აქ არის გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციაც და აღდგენითი პროგრამებიც, რომელიც უზრუნველყოფს ალტერნატიული საძოვრების შექმნას და მათთან მისასვლელი გზების გაკეთებას და სხვა საარსებო საშუალებების გაჩენას“, – განაცხადა “ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორმა.

მისივე თქმით, საუბარია თემის საერთო საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე, რომელსაც ნაწილობრივ დაიკავებენ. კოპაძის თქმით, ფართის დაანგარიშება და შემდგომ საკომპენსაციო ღირებულების განსაზღვრა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, უშუალოდ მოსარგებლეებთან შეთანხმების შემდეგ ხელშეკრულება ფორმდება და კონკრეტულ ტერიტორიებზე ამის შემდეგ შედიან.

„საკომპენსაციო ხელშეკრულებების 80% დასრულებულია. კომპენსაციები გადახდილია, თუმცა ეს პროცესი არ დასრულებულა. ჯერ კიდევ არის დარჩენილი ტერიტორიები, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც გითხარით, კომპენსაცია მარტო თანხით არ ხდება. თუ რა ოდენობის საკომპენსაციო თანხა გაიცა და რამდენ ოჯახზე, ამას ვერ დავასახელებთ, რადგან კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონფედენციალურია“, – განაცხადა კოპაძემ.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი