ავტორი:

22 დეკემბერს კომპანია ტერაბანკის წარდგენით ჩატარდა “პრემია იკას “ პირველი დაჯილდოების ცერემონია

22 დეკემბერს კომპანია ტერაბანკის წარდგენით ჩატარდა “პრემია იკას “ პირველი დაჯილდოების ცერემონია

“შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია” – ამ მესიჯით ეძებდნენ ახალგაზრდა ხელოვანებს “იკას” კულტურის ატაშეები და პოტენციური ნომინანტების სია შიდა გადარჩევის შემდეგ მთავარ ჟიურის გააცნეს.

კულტურის ატაშეები საკუთარ სფეროში წარმატებული და კომპეტენტური ადამიანები არიან: მაია აბაშიძე, ბაია სიხარულიძე, ანდრია დოლიძე, გიორგი მასხარაშვილი, მარგო ზუბაშვილი, ნინო ორჯონიკიძე, ნუცა წიქარაძე, ალექსანდრე კორძაია, ერეკლე დეისაძე, ლევან ლოლიშვილი, ვაჟიკო მარი, ალექს ჩიღვინაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნავერიანი, დინა ოგანოვა, მარი ნაკანი-მამასახლისი, ნინო დარასელი, დარო სულაკაური, ხატია ჭითორელიძე, ლევან ასათიანი, დეა ავალიანი, ირაკლი გაფრინდაშვილი, ნინო სეფო.

ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ, რომ გაგვეგო რას ფიქრობდნენ ისინი პრემიის შესახებ

ნუცა წიქარიძე - იკას პრემიის ატაშე ნომინაცია-კინო:

აქამდე არ არსებობდა ასეთი ტიპის პრემია რომელიც ბიძგის მიმცემი იქნებოდა ახალგაზრდა ხელოვანისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრემია იკა ფოკუსს აკეთებს სწორედ ახალგაზრდა , დამწყებ ხელოვანებზე, ვისი სახელებიც ჯერ არ გაგვიგია, ვისი შემოქმედებაც ჯერ არ გვინახავს. პრემია იკას აქვს ამბიცია აღმოაჩინოს ახალი სახელები ქართულ სახელოვნებო სივრცეში რაც თამამი და მნიშვნელოვანი წამოწყებაა.

ანდრია დოლიძე- იკას პრემიის ატაშე , ნომინაცია-მხატვრობა:

ნებისმიერი პრემია რომელიც დამატებით მოტივაციას მისცემს ახალგაზრდა არტისტებს მუშაობის გაგრძელებისთვის, მნიშვნელოვანია.სწორედ ასეთია “იკა”.

როგორც პრემიის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს კულტურის ატაშეები წლიდან წლამდე შეიცვლება მასში გაწევრიანდებიან კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი არტისტები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი