ავტორი:

ქუჩის ძაღლი და ბავშვი - ფოტო "ფეისბუქიდან", რომელიც გულს გაგითბობთ

ქუჩის ძაღლი და ბავშვი - ფოტო "ფეისბუქიდან", რომელიც გულს გაგითბობთ

ინტერნეტმომხმარებელი დემბო ლომიძე "ფეისბუქში" ავრცელებს ფოტოს, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტს ჰგავს... ფოტოზე პატარა ბიჭი და ქუჩის ძაღლი არიან ასახულნი, რომელსაც სძინავს და ბავშვის ქურთუკი აქვს გადაფარებული.

"თავისთვის იწვა ძაღლი, მივიდა, ეფერა და მერე თავის ქურთუკი დააფარა" - წერს ლომიძე ფოტოს კომენტარში. მისივე თქმით, ფოტო მუხიანში, ერთ-ერთ კორპუსთანაა გადაღებული.

ემოციურ ფოტოს უკვე უამრავი გამოხმაურებები მოყვა, კომენტარებში წერენ, რომ ქვეყანაში ბევრი ასეთი ბავშვი და ნაკლები მოძალადე უნდა იყოს, რომელიც ცხოველებს სასტიკად ეპყრობა.