„აქსის პალასის“ სავაჭრო ცენტრი, საბურთალოზე, ცინცაძის #12-ში, ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე გიწვევთ. გამოფენა ეროვნული წარმოების 200-ზე მეტი პროდუქტით წარდგება ერთგული მომხმარებლის წინაშე.

_2018-12-26_KC9toyGj875e.jpg)
ნაციონალური დელიკატესები, ჩაის მრავალფეროვანი არჩევანი, ტკბილეულისა და ჩირის ნაირსახეობები, საოცარი სუნელები და ქართული წარმოების სხვა მრავალი პროდუქტი ერთგულ მომხმარებელს „აქსის პალასის“ სავაჭრო ცენტრში 31 დეკემბრამდე დაელოდება.
_2018-12-26_FqMkRtXyuWyF.jpg)
კომპანია „აქსისი“, ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ არაერთ ღონისძიებას გეგმავს.