უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ - მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტხანს არიან გადამდები.
ხოლო თუ ჩვენ კონტაქტი გვქონდა გრიპით დაავადებულთან და ვირუსი ჩვენს ორგანიზმშიც მოხვდა, გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ დაგვეწყება მოხვედრიდან 1-4 დღის შემდეგ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.
გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.
გრიპის გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:
• ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე; • ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;• ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ)...წაიკითხეთ სრულად