ავტორი:

კომპანია, რომელმაც ქართული თაფლი ევროპას გააცნო

კომპანია, რომელმაც ქართული თაფლი ევროპას გააცნო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისური ბაზარი იმართება. თბილისური ბაზარი არის სავაჭრო სივრცე, რომელიც თბილისში მოღვაწე ყველა მიკრო და მცირე მეწარმეს, თუ უბრალოდ შემოქმედ ადამიანს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მათი შემოქმედება წარმატებად აქციონ, მიზნები რეალობად, ხოლო გაყიდვები წარმოების გაფართოების, განვითარების მოტივაციად.

წელს თბილისურ ბაზარზე ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია „სკა“ გამოჩნდა, რომლის დამფუძნებლები რეგიონში წამყვანი მეფუტკრეები არიან. კოოპერატივი, რომლის საფუტკრე ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხის თაფლს აწარმოებს, განლაგებულია სოფელ სამებაში (ახალციხე), ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში.

მომხმარებლისთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ „სკას“ პროდუქცია 100 %-ით ნატურალურია და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტებს, კომპანია აწარმოებს: თაფლს, ყვავილის მტვერს, ფუტკრის რძეს, ჭეოს, დინდგელს, ფიჭას და ა.შ.

"ჩვენი მიზანია, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ალპურ ზონაში წარმოებული 100%-ით ნატურალური პროდუქცია. გვსურს, სოფლის მეურნეობის ეს მიმართულება ევროპული სტანდარტების დაცვით განვავითაროთ, დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტი და გავიტანოთ ექსპორტზე ქართული თაფლი,“ - აღნიშნავს კომპანია „სკას“ დამფუძნებელი ჯაბა შეშაბერიძე.

„სკა“ ერთ-ერთი პირველი კოოპერატივია, რომელმაც ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე გაიტანა. კომპანიის პროდუქცია ლატვიაში გაიყიდა, სადაც ალპურ თაფლზე დიდი მოთხოვნაა. „სკას“ წარმომადგენლები მიწვეული იყვნენ ფრანკფურტშიც, სადაც მათმა პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

თბილისურ ბაზარზე კომპანია „სკას“ პროდუქციის შეძენას ფასდაკლებით შეძლებთ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი