ავტორი:

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრმა სადაზღვევო კომპანია ’’ევროინს ჯორჯიამ“ ქ. ხობის #1 საჯარო სკოლის ბიბილოთეკისთვის რამდენიმე ასეული წიგნი შეიძინა

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრმა სადაზღვევო კომპანია ’’ევროინს ჯორჯიამ“ ქ. ხობის #1 საჯარო სკოლის ბიბილოთეკისთვის რამდენიმე ასეული წიგნი შეიძინა

27 დეკემბერს, „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა ქ. ხობის #1 საჯარო სკოლის ბიბილოთეკას, რამდენიმე ასეული ქართული და უცხოური ლიტერატურის გამოცემა გადასცა საჩუქრად.

კომპანიისთვის როდესაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონში, კერძოდ კი ხობის პირველ საჯარო სკოლაში ბიბილიოთეკის განახლება იგეგმებოდა, გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა მომავალი თაობისთვის სასარგებლო საქმეში.

სკოლის მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ევროინსის საჩუქარს.

„ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენლები აღნიშნავენ - ხობის პირველ სკოლაში განხორციელებული ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი. კომპანიის განვითარების, გაფართოების, ევროპული გამოცდილებისა და სიახლეების დანერგვის პარალელურად, სადაზღვევო კომპანია მუდმივად იზრუნებს მომავალი თაობისთვის სასარგებლო და კეთილი საქმეების დაგეგმვა-განხორციელებაზეც.

ევროინს ჯგუფი ერთ ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში, აქედან ოთხში - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში ფლობს შვილობილ კომპანიებს. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. 2018 წლიდან Euroins Group საქართელოს ბაზარზეც გამოჩნდა. არჩევანი შეაჩერა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ ლიდერ კომპანია აი სი ჯგუფთან, რომელთან შერწყმის შედეგადაც „ევროინს საქართელოს“ სახელით შეუდგა ქართულ ბაზარზე მუშაობას. ეს ქართულ სადაზღვეო ბაზრზე არსებული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი