ავტორი:

საქართველოში თოვლსა და თოვლჭყაპს ელოდებიან - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში თოვლსა და თოვლჭყაპს ელოდებიან - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

4 იანვარს, საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით თბილი ამინდი იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხვალ, დღის ბოლოდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, თოვლისა თუ თოვლჭყაპის სახით, იქნება მცირე ნალექი.

როგორც სინოპტიკოსებმა განმარტეს, 4 იანვარს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი იქნება. თბილისში 4 იანვარს 10 გრადუსია ნავარაუდევი.

„4 იანვრის დღის ბოლოდან საქართველოში დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რაც გამოიწვევს ნალექს და ტემპერატურის დაკლებას. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს და ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და თბილისში აღინიშნება მცირე ნალექი, ზოგან თოვლჭყაპის სახით, მთაში და მაღალ მთაში - თოვლის სახით. თბილისში თოვლი ნაკლებადაა მოსალოდნელი. მომდევნო რამდენიმე დღე, 7 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით თბილი იქნება, თუმცა 7 იანვარს უკვე საგრძნობლად დაიკლებს, როგორც დღის, ისე ღამის გამავლობაში“, - განაცხადეს სინოპტიკოსებმა.

იხილეთ ვიდეო: როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი