ავტორი:

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი „ტამიფლუ“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოთხ სააფთიაქო ქსელს გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ დავით ტორუამ განუცხადა, ჯამში მათი რაოდენობა 800 ერთეულ კოლოფს შეადგენს. მისივე თქმით, დღეს დილიდან, პრეპარატს იმ რეგიონებში ანაწილებენ, სადაც შეიძლება, ისევ დეფიციტი გაჩნდეს.

სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს „ტამიფლუ“ თავისი მარაგიდან გადასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც გრიპის შემთხვევები შემცირდება, კომპანიებს უწყებისთვის პრეპარატის უკან დაბრუნების ვალდებულება ექნებათ.

„ამასთან, როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გვაქვს მარაგები, საიდანაც ის რისკ ჯგუფებზე (ბავშვებზე, ორსულებზე, პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველებზე) უფასოდ გაიცემა. გარდა ამისა, „ტამიფლუს“ მარაგი თითქმის ყველა სტაციონარშია, რომლის ხარჯებსაც კლინიკაში მოხვედრილებს საყოველთაო ჯანდაცვა აუნაზღაურებთ.

აფთიაქებს „ტამიფლუ“ იმ მიზნით გადაეცათ, რომ ამბულატორიული პაციენტებისთვის, ვინც მედიკამენტი ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოს დეფიციტი არ შეიქმნას. შესაბამისად, როგორც კი სააფთიაქო ქსელები მარაგებს შეავსებენ, ისინი ამ მედიკამენტებს უკან დაგვიბრუნებენ“, - აღნიშნა მან.

ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. მედიკამენტის უფასოდ მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, ორსულებსა და ასაკით პენსიონერებს შეუძლიათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი