ავტორი:

11 პირადი ნივთი, რომელიც ახლობლებსაც არ უნდა ათხოვოთ

11 პირადი ნივთი, რომელიც ახლობლებსაც არ უნდა ათხოვოთ

კვლევის მიხედვით, ყურსასმენების ხშირად გამოყენება ყურში ბაქტერიების გამრავლების შანსს ზრდის, რამაც შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს. ჯანმრთელობის დასაცავად, უმჯობესი იქნება, გარკვეული ნივთები მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გადადოთ და არავის ათხოვოთ.

არსებობს ნივთები, რომელთა რამდენიმე ადამიანის მიერ გამოყენებაც არაჰიგიენურია, მაგალითად კბილის ჯაგრისი, საცვალი და ა.შ. სტატიაში გთავაზობთ 11 ნაკლებად ცნობილ ნივთს, რომელთა სხვისთვის თხოვებაც რეკომენდებული არაა.

1. საყურეები

ყურში ბევრი სისხლძარღვი გადის, ამიტომაც სხვისი საყურის ტარებით დაინფიცირება ძალიან მარტივია. თუ ახლობლის საყურის ტარებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში ის ალკოჰოლით, სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ.

2. მკვნეტარა

ვერ ვხედავთ, მაგრამ ადამიანის ფრჩხილებზე უამრავი ვირუსი, ბაქტერია და სოკოვანი მიკროორგანიზმი არსებობს. ასე რომ, ჩვეულებრივი მკვნეტარაც შეიძლება გახდეს ინფექციის გადამტანი. თავის დაზღვევის და ჰიგიგენის დაცვის მიზნით ეცადეთ, არ იხმაროთ სხვისი მკვნეტარა!

3. ტუჩის ბალზამი

სხვისი პომადის ან ტუჩის ბალზამის ხმარების გამო შესაძლოა ჰერპესი გაგიჩნდეთ ან ინფექცია შეგეჭრათ. მაშინაც კი, თუ ესა თუ ის ადამიანი ჯანმრთელად გამოიყურება, ნუ გარისკავთ!

4. წარბის პინცეტი

თუ სხვის პინცეტს რამდენიმე ზედმეტი თმის ღერის ამოსაღებად გამოიყენებთ, პრობლემა არაა, მაგრამ თუ მას ჩაზრდილი თმის ამოსაღებად მოიხმართ, შესაძლოა პინცეტი ისეთი სერიოზული დაავადების გადამტანი გახდეს, როგორიც C ჰეპატიტია. თუ სხვა გზა არ გაქვთ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სხვა ადამიანის პინცეტი, გაწმინდეთ ის ალკოჰოლით.

5. ბურთულიანი დეზოდორანტი

ბურთულიან დეზოდორანტს სერიოზული დაავადებების გადატანა შეუძლია, განსაკუთრებით კი თუ ის პარსვის შემდეგ დარჩენილ პატარა ჭრილობებს შეეხება. ამიტომაც ყოველთვის იყიდეთ ანტიბაქტერიული დეზოდორანტი და არასდროს ათხოვოთ სხვას.

6. საპონი

საპონზე მიკროორგანიზმები (როგორც უვნებელი ბაქტერიები, ასევე სახიფათო ვირუსები) ყოველი გამოყენების შემდეგ რჩება. სველი გარემო მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის სასარგებლო პირობებს ქმნის, ამიტომაც ეცადეთ, სასაპნე სველი არ იყოს. ინფექციის რისკის შესამცირებლად, გამოიყენეთ თხევადი საპონი.

7. სავარცხელი

არასდროს ათხოვოთ სავარცხელი სხვას და არც სხვისი გამოიყენოთ. ეს ზრდის ისეთი პარაზიტების გადადების რისკს, როგორიცაა ტილი, სკაბიესი (კანის პარაზიტული დაავადება) და ინფექციები. თუ მაინც მოგიწევთ სხვისი სავარცხლის გამოყენება, გაწმინდეთ ის დეზინფიცირებადი საშუალებით. წაიკითხეთ სრულად

ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად 2020-ის პირველი სუპერ მთვარე, რომლის პიკიც დღესაა  - "ჯანმრთელობის თემა ყველაზე საყურადღებო იქნება"

როგორი ჩაცმულები დადიან გოგონები სკოლაში და როგორ პირობებში უწევთ სწავლა - ფოტოები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან

მეგან მარკლი წითელი კაბით და პრინცი გენერლის ფორმით - ფოტოები შოუდან, რომელიც წყვილმა "მოიპარა"