ავტორი:

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯიდან - "ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე"

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯიდან - "ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე"

პიანისტი ანა ყიფიანი, რომელმაც პირველი სოლო კონცერტი ორკესტრთან ერთად 5 წლის ასაკში შეასრულა, წარმატებით აგრძელებს თავის კარიერას. იგი ამჟამად ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯის წარმატებული სტუდენტია და მას კლასიკური მუსიკის ამომავალ ვარსკვლავსაც კი უწოდებენ.

მის შესახებ ცოტა ხნის წინ "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა: "გაიცანით, ეს ულამაზესი გოგონა, კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი, ლონდონის Royal College of Music-ის წარმატებული სტუდენტი და კლასიკური მუსიკის სფეროში, მსოფლიოში ერთადერთი, წამყვანი რექორდ ლეიბლის კონტრაქტორი არტისტი. დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი კარგად, ანა ყიფიანი!".

გთავაზობთ ინტერვიუს ანასთან, რომელიც ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა:

- ანა, მუსიკა საიდან მოვიდა თქვენთან, ხელოვანების ოჯახში დაიბადეთ?

- არა, განათლებული მშობლები მყავს და ამით ვამაყობ, მაგრამ ისინი ხელოვნებას არ ემსახურებიან: დედა ექიმია, მამა კი თვითმფრინავ-მშენებელი. თუმცა, ჩემი ოჯახის წევრებიც მუსიკალურები არიან. ჩვენს ჭერქვეშ გამუდმებით ისმოდა სიმღერის, მუსიკის ხმა, მაგრამ მე პირველი ვარ, ვინც ჩვენს ოჯახში მუსიკა პროფესიად აირჩია.

- ხუთი წლისამ დაუკარით ორკესტრთან ერთად. ისეთი პატარა იყავით, სკამზე დასადები ბალიში გჭირდებოდათ, ინსტრუმენტს რომ მისწვდენოდით. ვინ აღმოგაჩინათ?

- როცა სამწლი-ნახევრის ვიყავი, დედამ გადაწყვიტა, ექსპერიმენტულ ბაღში მივეყვანე, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ და სიმღერასაც. მალე, ჩემმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლეილა შელეგიამ დედას დაურეკა, - ვფიქრობ, ნიჭიერთა ათწლედიდან ხალხი უნდა მოვიწვიოთ და თქვენი შვილი მოვასმენინოთო. ასეც მოხდა, ჩემს მოსასმენად ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი მოიწვიეს და ყველაფერი იმ მოსმენიდან დაიწყო... 5 წლისამ სწორედ ბატონი ზაზას დირიჟორობით შევასრულე ბერკოვიჩის სამნაწილიანი კონცერტი ორკესტრთან ერთად.

- გახსოვთ ის დღე?

- არა, არ მახსოვს. ჩემი მეხსიერება ათწლედიდან, ანუ 6 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა, კონცერტის ჩანაწერს ვუყურებ ხოლმე და მეცინება, ისეთი პატარა ვარ.

- პიანისტობას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება, განსაკუთრებული რეჟიმი, ნებისყოფაც და ძალაც. როგორი იყო პიანისტის ბავშვობა?

- გეთანხმებით, პიანისტს განსაკუთრებული რეჟიმი და დისციპლინა სჭირდება. ვერ დავიბრალებ, რომ ოდესმე საკუთარი ინიციატივით დავმჯდარიყავი ინსტრუმენტთან, რადგან მე ეზოში, თანატოლებთან თამაში მერჩივნა. ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ, მესმოდა მათი ყიჟინი და მოვთქვამდი, მაგრამ დედა ძალიან მკაცრად იცავდა ჩემს რეჟიმს. ყველაფერი უნდა მოგვესწრო. ვსწავლობდი ენებს, დავდიოდი იპოდრომზე საჯირითოდ, გარდა ამისა, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. დღეში დაახლოებით ხუთ საათს მუსიკას ვანდომებდი... დრო რომ არ დამეკარგა, მასწავლებლები შინ მოდიოდნენ და მამეცადინებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ეს მომწონდა, მაგრამ ახლა ვიცი, რამხელა სიკეთე გამიკეთა დედამ. ნებისმიერი პიანისტის ცხოვრებაში უდიდესი როლი სწორედ მისი ცხოვრების ამ პერიოდს, ბავშვობას აქვს. ბავშვობაში ჩადებული შრომის გამოძახილია შემდეგ მთელი მისი ცხოვრება ხელოვნებაში. ამიტომ დედაჩემის, ნანა ნაყოფიას ღვაწლი, მისი თავდადება შეუფასებელია ჩემთვის.

- მით უფრო, რომ მას არცთუ იოლი ბედი ერგო, ისევე, როგორც ჩვენს ბევრ თანამემამულეს. დედა სოხუმელია...

- დიახ, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ომის დროს ის უკვე სტუდენტი იყო და მოსკოვში სწავლობდა მედიცინას. ომი დაიწყო თუ არა, ჩამოვიდა და ბებიაჩემი წამოიყვანა სოხუმიდან. როცა ყველას ეგონა, რომ ომი დამთავრდა, ბებია უკან, სოხუმის სახლში დაბრუნდა. მერე სხვა დევნილებთან, ერთად ჭუბერის გზაც გამოიარა. დიდი ტრაგედია იყო და არის ისევ ის ომი ჩვენი ოჯახისთვის...

- ნიჭიერთა ათწლედი პროფესორ ნუცა ჭირაქაძის კლასში დაამთავრეთ. მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ ვუნდერკინდი გოგონასგან უნიჭიერესი პიანისტი დადგა და ნიჭმა სწორი განვითარება პოვა...

- დამამთავრებელ წელს ათწლედიდან თელავის ფესტივალზე, ქალბატონ ელისო ვირსალაძის მასტერკლასზე მიმიწვიეს. ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა ელისომ თავად გამოიჩინა კეთილი ნება და გამოთქვა სურვილი, რომ მის კლასში მესწავლა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში. ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი... საბედნიეროდ, ბებიის დამსახურებით, ენა ჩემთვის ბარიერი არ იყო, ერთადერთ პრობლემას ის ქმნიდა, რომ ჩემს მშობლებს არ უნდოდათ ჩემი რუსეთში ყოფნა, მაგრამ რადგან ქალბატონ ელისოსთან უნდა მესწავლა, ამას უნდა შევგუებოდით. ამიტომ მისაღები, ურთულესი გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და ჩემი მოსკოვური ცხოვრებაც დაიწყო..წაიკითხეთ სრულად

"მიღწეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია მოსახლეობამ უარი სთქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში" - თენგიზ ცერცვაძე

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"