ავტორი:

ტრაგედია გორის რაიონში - 9 თვის ბავშვი, რომელიც ბებიას ჰყავდა ჩაბარებული, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ტრაგედია გორის რაიონში - 9 თვის ბავშვი, რომელიც ბებიას ჰყავდა ჩაბარებული, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფს გამოძახებისას ბიჭუნა გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარის შესაძლო ვერსიები არ სახელდება. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელი იყო. როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზა უტარდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია