ავტორი:

"ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარია..." - სახლი, სადაც გია ბაღაშვილი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს

"ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარია..." -  სახლი, სადაც გია ბაღაშვილი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს

სახლი, რომელშიც გია ბაღაშვილი მეუღლე თამუნა ტაბატაძესთან და ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობს, საქორწინო საჩუქარია, თუმცა ხელოვანთა ოჯახი საცხოვრებლად აქ მეოთხე ქალიშვილის შეძენის შემდეგ გადმოვიდა. ალბათ სულაც არაა გასაკვირი, რომ ინტერიერის მოწყობისას 4 შვილის მშობლებმა უპირველესად ბავშვების კომფორტის საკითხი გაითვალისწინეს და ბინაც ისე მოაწყვეს, რომ პატარებს სათამაშოდ დიდი სივრცე და თავისუფლება ჰქონოდათ. ნახატებით გადმოცემული საოცნებო ოთახი შვილებს რეალობად უქციეს და მხოლოდ საბოლოო სახის მიცემის შემდეგ აჩვენეს.

გია: - ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარი გახლავთ, ჩვენი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებთ. მე და თამუნა 2009 წელს დავქორწინდით. იქიდან მოყოლებული ჯერ სახლის დამთავრებას ველოდებოდით, შემდეგ სარემონტო სამუშაოებით ვიყავით დაკავებული. მალე ერთი წელი გახდება, რაც გადმოვედით.

ბინა ჩემს მშობლიურ უბანში, ვაკეშია, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე. ვაკეში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ცხადია, აქაურობა განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი მშობლებიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ. პატარებს განსაკუთრებით უხარიათ ბებია-ბაბუასთან სტუმრობა. გარდა ამისა, სკოლაც და ბაღიც ახლოს არის სახლთან და ძირითადად ფეხით დაგვყავს ხოლმე. ჩვენთვის დიდი სიხარული იყო ამ ბინაში გადმოსვლა. მით უფრო, რომ ეს პროცესი ჩვენი მეოთხე გოგონას, ანასტასიას დაბადებას დაემთხვა. სიმართლე გითხრათ, აქ ყველაფერი მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ბინა მთლიანად ჩვენი გემოვნებით არის გაკეთებული.

თამუნა: - ერთადერთი დეტალი, რის შეცვლასაც სამომავლოდ ვგეგმავთ, არის ვერანდის მოწყობა.

- რემონტი თქვენ თვითონ გააკეთეთ თუ დიზაინერი გყავდათ?

გია: - რემონტის პროცესში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული.

თამუნა: - ჩვენთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა ინტერიერის მოწყობა, რაშიც გიას დედა და და დაგვეხმარნენ. ასევე ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მეგობრის, ცნობილი დიზაინერის, ნიკა სებისკვერაძის რჩევები...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები