ავტორი:

ექიმ დავით ლოლაძის მარტივი რჩევები გრიპის ვირუსის თავიდან ასარიდებლად

ექიმ დავით ლოლაძის მარტივი რჩევები გრიპის ვირუსის თავიდან ასარიდებლად

რა უნდა გაითვალისწინოთ ვირუსის გართულებისგან თავის ასარიდებლად - ამის შესახებ კითხვებს ექიმი დავით ლოლაძე პასუხობს.

"მარტივ რეკომენდაციებს მივცემ მკითხველს, ხშირად დაიბანეთ ხელები, თუ გიწევთ ისეთ სივრცეში მუშაობა, სადაც დავირუსებული ადამიანიც არის, ან თქვენ გაქვთ გრიპის კლინიკური ნიშნები, აუცილებლად ატარეთ პირბადე, ხშირად გავაღოთ ფანჯრები და გავანიავოთ ოთახი.

ასევე, აუცილებელია, ჩაიტაროთ გეგმიური აცრები წელიწადში ერთხელ. შემოდგომაზე ჩვენი იმუნიტეტი ყველაზე ძლიერია და თუ ამ დროს ჩავიტარებთ აცრას, 95 პროცენტით დაცული ვიქნებით ვირუსისგან.

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორ დავიცვათ თავი დავირუსებული ადამიანისგან?

- თუ გვეშინია, დახურულ სივრცეში, მათ შორის ტრანსპორტშიც, უნდა ვატაროთ პირბადე, როცა ჩამოვალთ ტრანსპორტიდან, მოვიხსნათ ეს პირბადე.

- ამბობენ, რომ ვირუსის გართულების თავიდან ასარიდებლად კარგია დიდი დოზით სითხეების მიღება...

- პირველივე ნიშნებზე უნდა მივმართოთ ექიმს. ამ დროს თვითმკურნალობის დაწყება არ შეიძლება. დაუშვებელია ანტიბიოტიკებისა და პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება, მითუმეტეს საპრევენციოდ. ნებისმიერ რეგიონში, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელსაც პირველივე ნიშნებისას უნდა მიმართოთ და გაგიწევენ შესაბამის დახმარებას, მთავარია, ამის სურვილი ჰქონდეს ადამიანს.

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)